პოლონეთი თავის მოქალაქეებს ბელარუსის დატოვებას ურჩევს

ამბები
პოლონეთი თავის მოქალაქეებს ბელარუსის დატოვებას ურჩევს
ამბები

პოლონეთი თავის მოქალაქეებს ბელარუსის დატოვებას ურჩევს

10 ოქტ

erimedia_ravk/KEhBAGS4g.webp

პოლონეთის ხელისუფლება თავის მოქალაქეებს ბელარუსის დატოვებისკენ მოუწოდებს, ვინაიდან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მკვეთრად დაიძაბა. ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.

სექტემბერში მსგავსი რეკომენდაცია პოლონეთმა რუსეთში მყოფ მოქალაქეებსაც მისცა და მათ ქვეყნის (რუსეთის ფედერაციის) დატოვება ურჩია.

"პოლონეთის მოქალაქეებს, რომლებიც ბელარუსის ტერიტორიაზე იმყოფებიან, მოვუწოდებთ დატოვონ ქვეყანა შესაძლო კომერციული თუ კერძო საშუალებებით", - ამის შესახებ პოლონეთის მთავრობის მიერ მოგზაურებისთვის გამოქვეყნებულ რეკომენდაციაშია აღნიშნული.

ვარშავასა და მინსკს შორის ურთიერთობა 2021 წელს გაუარესდა, როდესაც პოლონეთმა ბელარუსი თავის საზღვართან მიგრაციული კრიზისის ხელოვნურად შექმნაში დაადანაშაულა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შედეგად კიდევ უფრო დაიძაბა.

ოფიციალური ვარშავას განმარტებით, ბელარუსში მცხოვრები პოლონური უმცირესობა ბელარუსის სახელმწიფოს მხრიდან რეპრესიებს განიცდის, თემის ზოგიერთი ლიდერი კი დაპატიმრებულია.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო