ანდრეი სუზდალცევი - პოლონეთი უკრაინის მისაკუთრებას ცდილობს

ამბები/ წყარო: geworld.ge
ანდრეი სუზდალცევი - პოლონეთი უკრაინის მისაკუთრებას ცდილობს
ამბებიწყარო: geworld.ge

ანდრეი სუზდალცევი - პოლონეთი უკრაინის მისაკუთრებას ცდილობს

1 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/6rMgyqWVR.jpeg

პოლიტოლოგმა ანდრეი სუზდალცევმა ukraina.ru–ს განუცხადა, რომ პოლონური ბიზნესი ახლა მასობრივად ყიდულობს უკრაინაში მიწებს, ქარხნებსა და სასოფლო–სამეურნეო პროდუქციას, პოლონეთის ხელისუფლება კი ფიქრობს, რომ მიიღო შანსი, სამუდამოდ ჩაიგდოს ხელში მეზობელი ქვეყანა.

“პოლონელები, ხაზს ვუსვამ, პოლონელები, უკრაინაში ყველაფრის ხელში ჩაგდებას ცდილობენ: ყიდულობენ მიწებს, ჯერ კიდევ გადარჩენილ ქარხნებს, რომლებიც კიევს საჩქაროდ გადააქვს აღმოსავლეთიდან დასავლეთ რაიონებში, ყიდულობენ მარცვლეულს 50%-იანი ფასდაკლებით, რომელსაც შემდეგ 3-ჯერ ძვირად ყიდიან ევროპაში”, - განაცხადა სუზდალცევმა.

მისი თქმით, “პოლონელები ყოველთვის ყმებად მიიჩნევდნენ უკრაინელებს, ახლა კი მეზობელი ქვეყნის ხელში ჩაგდების შანსი გაუჩნდათ”, თანაც “უკრაინა ფეხებში ჩაუვარდა თავის პანებს”.

სუზდალცევმა, აგრეთვე, აღნიშნა, რომ “ყველა ფინანსური ნაკადი, რომლებსაც დასავლეთი გზავნის უკრაინაში, ძირითადად, პოლონური ბანკებისა და ფონდების გავლით მიდის. ლაპარაკი აღარ არის იმაზე, რომ უკრაინამ ჯერ კიდევ ზამთარში გაიტანა თავისი ოქროს მარაგი პოლონეთში. უკრაინის გაძარცვაზე კურსი აიღეს არა მიმდინარე წლის თებერვალში, არამედ ამისკენ კიევი მიზანმიმართულად მიდიოდა ბოლო 30 წლის განმავლობაში”.

სუზდალცევის აზრით, ომი უკრაინის ხელისუფლების შეგნებული პროვოკაცია იყო, რადგან მასში ხედავდა “ცარიელი ხაზინის შევსების ერთადერთ შანსს!”

ლუკა მაისურაძე

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო