პოლონეთის ახალი მოწვევის პარლამენტი დღეს პირველად შეიკრიბება და ოფიციალურად დაიწყებს მუშაობას
პოლონეთში ახალი მოწვევის პარლამენტი დღეიდან ოფიციალურად იწყებს მუშაობას. როგორც მედია წერს, სეიმის პირველი სხდომა 12:00 საათზე გაიმართება. პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ახლად არჩეულ დეპუტატებს სიტყვით მიმართავს, შემდეგ კი სეიმის ახალ სპიკერს აირჩევენ.
მედიის ცნობით, დღესვე გაიმართება ახლად არჩეული დეპუტატების ფიცის დადების ცერემონიაც. ასევე, პირველ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად გადადგება, პრეზიდენტი კი არჩეულ კანდიდატს მთავრობის შექმნის მანდატს მისცემს.
შეგახსენებთ, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ მთავრობის ფორმირება პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, მატეუშ მორავიეცკის დაავალა.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო