პოლონეთის პრემიერმა ემანუელ მაკრონს მოუწოდა, დააჩქაროს უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარება
29 აგვისტო, 2022

საფრანგეთში ვიზიტით მყოფმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ემანუელ მაკრონს მოუწოდა, დააჩქაროს უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარება.
„ჩვენი შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინაში არსებულ ვითარებას დაეთმო. მე ვისაუბრე იმაზე, რასაც ჩვენი მხრიდან ვხედავთ და ასევე ვთხოვე [საფრანგეთის] პრეზიდენტს უზრუნველყოს [უკრაინისათვის] იარაღის სწრაფი მიწოდება, გაზრდილი ფინანსური მხარდაჭერა. ომში მყოფი სახელმწიფო თავის მოკავშირეებს უნდა ეყრდნობოდეს“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, მაკრონმა მადლობა გადაუხადა პოლონეთს, მის ხალხსა და მთავრობას უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერისთვის.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო