პოლონეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის შეჩერებას გეგმავენ

ამბები/ წყარო: 1tv.ge
პოლონეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის შეჩერებას გეგმავენ
ამბებიწყარო: 1tv.ge

პოლონეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის შეჩერებას გეგმავენ

14 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/WUsAB0mVR.jpeg

პოლონეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის შეჩერებას გეგმავს, – ამის შესახებ პოლონურ მედიასთან საუბრისას, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პიოტრ ვავჟიკმა განაცხადა.

„პოლონეთი მუშაობს კონცეფციაზე, რომელიც საშულებას მოგვცემს რუსებისთვის ვიზების გაცემა შევწყვიტოთ“, – განაცხადა პოლონელმა დიპლომატმა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილების შესახებ ვარშავა უახლოეს კვირებში გამოაცხადებს.

მან ასევე თქვა, რომ ამჟამად ევროკავშირის წევრებს შორის რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის შეწყვეტის საკითხზე ერთიანი პოზიცია არ არსებობს. ვავჟიკის თქმით, ამ ნაბიჯის წინააღმდეგ გამოდიან გერმანია, საფრანგეთი და ნიდერლანდები.

შეგახსენებთ, უკრაინის მთავრობა მოითხოვს, რომ ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტოს. რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას მხარს უჭერენ ჩეხეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და ფინეთი.

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთის ყველა მოქალაქისთვის სანქციების დაწესება გამართლებულად არ მიაჩნია.

ავტორი - ლევან ახალაია

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო