პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე რუსულმა რაკეტამ დაარღვია

პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ რუსულმა რაკეტამ ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გაზეთი Le Monde ავრცელებს.
"ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ რუსული რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. ამის დადასტურება გვაქვს ეროვნულ და მოკავშირეთა რადარებზე", - აღნიშნა პოლონეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, ვესლავ კუკულამ.
მანამდე ინფორმაცია გავრცელდა, რომ რუსული საკრუიზო რაკეტა Х-22 ან Х-101 პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა, რომელიც შემდეგ ისევ უკრაინაში დაბრუნდა, სადაც საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ იყო განეიტრალებული.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო