erimedia_ravk/oZE4d8e4g.webp

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანამ ბელარუსის საზღვართან ახალი სამხედრო დაჯგუფება განათავსა

ამბები
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანამ ბელარუსის საზღვართან ახალი სამხედრო დაჯგუფება განათავსა
ამბები

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანამ ბელარუსის საზღვართან ახალი სამხედრო დაჯგუფება განათავსა

erimedia_ravk/oZE4d8e4g.webp
12 აგვ

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარზე სამხედროების ახალი დაჯგუფება განალაგა, - ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა.

„ოპერაცია კოდური სახელწოდებით RENGAW ფარგლებში, გადავწყვიტე სამხედრო ოპერატიული დაჯგუფების შექმნა. ჯარისკაცების ამოცანა საველე პირობებში პოლონეთის არმიის მომზადება და საჭიროების შემთხვევაში მათი დახმარება იქნება, ვგულისხმობ, თუ პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე ვითარება გაუარესდება,” - განაცხადა ბლაშჩაკმა.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი 12 აგვისტოს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში იმყოფებოდა, სადაც პოლონეთის არმიის სამხედრო მოსამსახურეები სასაზღვრო სამსახურს ოპერაციებში ეხმარებიან.

„ამ სამხედრო ოპერატიული ჯგუფის ხასიათი - წვრთნა და თავდაცვაა. სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელობის ქვეშ ოპერაცია GRYF გვაქვს, რომლის მიზანიც საზღვრის დახურვასა და გამაგრებაში მდგომარეობს. ამ ოპერაციაში პოლონური არმიის 4 ათასამდე ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას“, - განაცხადა ბლაშჩაკმა.

„პოლონეთის არმიის მიერ პოლონეთის საზღვრის გაძლიერებას კრემლის პროპაგანდისტული აპარატი გამოიყენებს. ამ სამხედრო სამუშაო ჯგუფის მიზანი არის ვარჯიში და თავდაცვა. გაითვალისწინეთ ეს, როდესაც გაიგებთ კრემლის პროპაგანდას, რომელიც იტყვის, რომ პოლონეთის არმია იკრიბება საზღვართან. ეს მართალია, მაგრამ პოლონეთის არმია აგრესორის შეკავებას აპირებს. ასეა და ასე იქნება, მიუხედავად ამ სხვადასხვა დეზინფორმაციული კამპანიისა“, - აღნიშნა ბლაშჩაკმა.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, საერთო ჯამში საზღვარზე დაახლოებით 10 ათასი ჯარისკაცი იქნება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება
იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა
ქალაქ ალმათიში, ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters - პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი
The Washington Post - უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება
Სარეკლამო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა
ფინეთი რუსეთთან ბოლო გამშვებ პუნქტს კეტავს
სერგეი შამბას განცხადება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი გახანგრძლივდა
განხეთილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
მეტის ჩვენება
Სარეკლამო