erimedia_ravk/eqG7ZuWSR.jpeg

პოლონეთს კიევში გამართულ თავდაცვითი მრეწველობის ფორუმში მონაწილეობა არ მიუღია

ამბები
პოლონეთს კიევში გამართულ თავდაცვითი მრეწველობის ფორუმში მონაწილეობა არ მიუღია
ამბები

პოლონეთს კიევში გამართულ თავდაცვითი მრეწველობის ფორუმში მონაწილეობა არ მიუღია

erimedia_ravk/eqG7ZuWSR.jpeg
2 ოქტ

პოლონეთმა კიევში გამართულ თავდაცვითი მრეწველობის ფორუმზე მიწვევა ერთ-ერთმა პირველმა მიიღო, თუმცა ქვეყანას ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიუღია, – ამის შესახებ პოლონურ მედიასთან ინტერვიუში პოლონეთში უკრაინის ელჩმა, ვასილი ზვარიჩმა განაცხადა.

ჟურნალისტმა დიპლომატს ჰკითხა, თუ რატომ არ იმყოფებოდა პოლონეთის წარმომადგენელი კიევში თავდაცვითი ინდუსტრიის წარმომადგელთა შეხვედრაზე.

"ეს შეკითხვა პოლონურ მხარეს უნდა დაუსვათ, რადგან პოლონეთი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ღონისძიებაზე მოწვევა მიიღო. ეს არის თითოეული ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილება. ჩვენ ვაგზავნით მოწვევას, ხოლო ქვეყანა თავად წყვეტს, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, მიიღოს ის თუ არა. ამიტომ, ჩვენ პატივს ვცემთ მსგავს გადაწყვეტილებებს, მაგრამ ეს არ არის იმის მიზეზი, რომ უკრაინას დავაბრალოთ ის, რომ პოლონეთი არ იყო ამ ღონისძიებაზე“, – განაცხადა უკრაინის ელჩმა.

კიევში თავდაცვის მრეწველობის ფორუმი 29 სექტემბერს გაიმართა. მასზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სხვა საკითხებთან ერთად, თავდაცვის მრეწველობის ალიანსის შექმნა დააანონსა. შეხვედრის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გამოაცხადა, რომ ეს არის "ახალი ერა" უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიისთვის.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო