erimedia_ravk/JGsRMu4IR.jpeg

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა; ანტონიუ კოშტა კორუფციულ გარიგებებშია ეჭვმიტანილი

ამბები
პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა; ანტონიუ კოშტა კორუფციულ გარიგებებშია ეჭვმიტანილი
ამბები

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა; ანტონიუ კოშტა კორუფციულ გარიგებებშია ეჭვმიტანილი

erimedia_ravk/JGsRMu4IR.jpeg
8 ნოე

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი კორუფციული სკანდალის გამო გადადგა. როგორც „პოლიტიკო“ წერს, ანტონიუ კოშტამ განცხადება მას შემდეგ დაწერა, რაც მის ოფიციალურ რეზიდენციაში პოლიცია მივიდა, ხოლო, პორტუგალიის გენერალურმა პროკურატურამ დაადასტურა, რომ ის კორუფციულ გარიგებებშია ეჭვმიტანილი.

სატელევიზიო მიმართვისას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისთვის მოულოდნელი იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. კოშტას თქმით, უკანონო ქმედებებთან მას არანაირი კავშირი არ აქვს. მიუხედავად ამისა, პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ კორუფციის ბრალდება და მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება არ აძლევს მას უფლებას, მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე დარჩეს.

კოშტას გადადგომის შემდეგ პორტუგალიის პრეზიდენტი ან ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს, ან მთავრობის მეთაურის პოსტზე მმართველი პარტიიდან სხვა კანდიდატს წარადგენს.

გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ გამოძიება ლითიუმის საბადოსა და მწვანე წყალბადის მეგაპროექტს უკავშირდება, კერძოდ, პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი და მთავრობა მხარს უჭერდა ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში ლითიუმის მოპოვებას, მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტები მიუთითებდნენ, რომ ლითიუმი უხარისხოა და მისი მოპოვება გარემოს საფრთხეს შეუქმნიდა.

გამოძიების ფარგლებში დაკავებულია პორტუგალიის მთავრობის მეთაურის ადმინისტრაციის უფროსი. ბრალი ასევე წარუდგინეს პორტუგალიის ინფრასტრუქტურის მინისტრს და გარემოს დაცვის სააგენტოს უფროსს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო