ფოტოკონკურსის Astronomy Photographer of the Year გამარჯვებულები დასახელდნენ
18 სექტემბერი, 2022
გრინვიჩის სამეფო ობსერვატორიამ ყოველწლიური ფოტოკონკურსის Astronomy Photographer of the Year (წლის ფოტოგრაფი ასტრონომიაში) გამარჯვებულები დაასახელა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
კონკურსის ორგანიზატორებმა 67 ქვეყნიდან 3 ათასზე მეტი ფოტოგრაფის ნამუშევრები მიიღეს. ჟიურის წევრების გადაწყვეტილებით გამარჯვებული ჯერალდ რემანი გახდა, რომელმაც ფოტო კომეტა ლეონარდს გადაუღო. ფოტოზე ჩანს, როგორ წყდება კომეტას კუდი, რომელიც მზის ქარს მიაქვს. ლეონარდის კომეტა 2021 წელს აღმოაჩინეს, მან მზის სისტემა უკვე დატოვა.
გამარჯვებულები სხვა ნომინაციებშიც დასახელდნენ:
წლის ახალგაზრდა ფოტოგრაფი ასტრონომიაში: ანდრომედეს გალაქტიკა. ფოტოგრაფები: იანგ ჰანვენი და ჟუ ზეჟენი
პოლარული ციალი: მწვანე ქალბატონის შემოხვევა. ფოტოგრაფი: ფილიპ რებენდა.
წლის ახალგაზრდა ფოტოგრაფი ასტრონომიაში / მაღალი მოწონება: მინერალური მთვარის მოზაიკა. ფოტოგრაფი: პიტერ საბო
ვასკვლავები და პლანეტური ნისლეული / მაღალი მოწონება. ფოტოგრაფი: პეტერ ფელტოტი
ვასკვლავები და პლანეტური ნისლეული / გამარჯვებული. ფოტოგრაფი: ვეიტანგ ლიანგი
ანნი მაუნდერის პრიზი ციფრული ინოვაციის კატეგორიაში / გამარჯვებული. ფოტოგრაფი: პოლინ ვული
სერ პატრიკ მურის პრიზის გამარჯვებული საუკეთესო დამწყები ფოტოგრაფის კატეგორიაში. ფოტოგრაფი: ლუნ დენგი
ყველა ფოტო ექვემდებარება საავტორო უფლებებს.