პრაღაში ერდოღანისა და ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა გაიმართა

ამბები
პრაღაში ერდოღანისა და ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა გაიმართა
ამბები

პრაღაში ერდოღანისა და ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა გაიმართა

6 ოქტ

erimedia_ravk/_8Wyd_VVR.webp
ფოტო: AP

თურქეთისა და სომხეთის ლიდერებმა ხუთშაბათს პირველი პირისპირი შეხვედრა გამართეს მას შემდეგ, რაც ორი ქვეყანა ურთიერთობის გაუმჯობესებაზე შეთანხმდა.

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს პრაღაში, 44 ქვეყნის ლიდერის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ.

სამი ლიდერის არაფორმალურ შეკრებაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევიც იმყოფებოდა. დეტალები იმის შესახებ, თუ რაზე ისაუბრეს ლიდერებმა მაშინვე არ გავრცელებულა.

მოგვიანებით, ერდოღანმა და ფაშინიანმა თავიანთი ქვეყნების დელეგაციებს შორის ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს.

როგორც ცნობილი გახდა, ნიკოლ ფაშინიანმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი და ამ მიმართულებით შესაძლო ნაბიჯები განიხილეს.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს დისკუსიის შედეგად მიღწეული შეთანხმებების სწრაფი განხორციელების აუცილებლობას.

კერძოდ, საუბარია მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის სახმელეთო საზღვრის გახსნასა და სომხეთსა და თურქეთს შორის საჰაერო ტვირთების გადაზიდვაზე.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება
იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა
ქალაქ ალმათიში, ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters - პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი
The Washington Post - უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება
Სარეკლამო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა
ფინეთი რუსეთთან ბოლო გამშვებ პუნქტს კეტავს
სერგეი შამბას განცხადება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი გახანგრძლივდა
განხეთილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
მეტის ჩვენება
Სარეკლამო