პრაღაში გამართულ აქციაზე მომიტინგეები მთავრობის გადადგომას, რუსეთთან ბუნებრივი აირის შესყიდვაზე კონტრაქტის გაფორმებას და ნატო-სა და ევროკავშირიდან გასვლას ითხოვენ

ამბები
პრაღაში გამართულ აქციაზე მომიტინგეები მთავრობის გადადგომას, რუსეთთან ბუნებრივი აირის შესყიდვაზე კონტრაქტის გაფორმებას და ნატო-სა და ევროკავშირიდან გასვლას ითხოვენ
ამბები

პრაღაში გამართულ აქციაზე მომიტინგეები მთავრობის გადადგომას, რუსეთთან ბუნებრივი აირის შესყიდვაზე კონტრაქტის გაფორმებას და ნატო-სა და ევროკავშირიდან გასვლას ითხოვენ

28 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/S5oCM7V4g.jpeg
ფოტო: Reuters

პრაღაში, ვაცლავის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

როგორც სააგენტო "როიტერი" იუწყება, აქცია სახელწოდებით „ჩეხეთის რესპუბლიკა უპირველეს ყოვლისა“ ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული.

მედიის ცნობით, მთავრობის გადადგომასთან ერთად, აქციის მონაწილეები ბუნებრივი აირის შესყიდვასთან დაკავშირებით კონტრაქტის პირდაპირ რუსეთთან გაფორმებას, ნატო-დან, ევროკავშირიდან, გაერო-სა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციებიდან ჩეხეთის გასვლას და სამხედრო ნეიტრალიტეტს მოითხოვენ. დედაქალაქის გარდა, ანალოგიური აქციები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქშიც იმართება.

"ეს მთავრობა აბსოლუტურად ანტიჩეხურია. ის მხოლოდ ბრიუსელს (ევროკავშირის ცენტრს), ამერიკის და ნატო-ს ინტერესებს ემსახურება და ჩეხეთის მოქალაქეების ინტერესებს არ ითვალისწინებს." "მთავრობას აქვს ორი მოვალეობა: უზრუნველყოს ჩვენი უსაფრთხოება და ეკონომიკური კეთილდღეობა. ეს მთავრობა არც ერთ ამ მოვალეობას არ ასრულებს," - აცხადებენ მიტინგის მონაწილეები.

როგორც „როიტერი“ წერს, მსგავსი ტიპის საპროტესტო აქცია სექტემბრის დასაწყისშიც გაიმართა, რომელსაც 70 000-მდე ადამიანი დაესწრო.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო