პრემიერ-მინისტრი თურქეთში, გაზიანთეფში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს
21 აგვისტო, 2022
ამ რთულ დროს საქართველო დგას თურქი ძმების და დების გვერდით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „ტვიტერზე" წერს. მთავრობის მეთაური მწუხარებას გამოთქვამს გაზიანთეფში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო.
„დიდად დამამწუხრა გაზიანთეფის გზატკეცილზე მომხდარი ტრაგიკული ავარიის შესახებ ამბავმა. ყველაზე გულწრფელ მწუხარებას ვუცხადებთ მსხვერპლთა ოჯახებს და ახლობლებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ამ რთულ დროს საქართველო დგას თურქი ძმების და დების გვერდით", - აღნიშნავს პრემიერი.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო