პრეზიდენტი - ბულინგის და ზეწოლის შედეგად არ ვაწერ ხელს, მადლობა ზრუნვისთვის - სესია სრულიად გამართლებულია, ახლა გამართლებული არ არის შესვენება

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
პრეზიდენტი - ბულინგის და ზეწოლის შედეგად არ ვაწერ ხელს, მადლობა ზრუნვისთვის - სესია სრულიად გამართლებულია, ახლა გამართლებული არ არის შესვენება
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

პრეზიდენტი - ბულინგის და ზეწოლის შედეგად არ ვაწერ ხელს, მადლობა ზრუნვისთვის - სესია სრულიად გამართლებულია, ახლა გამართლებული არ არის შესვენება

15 ივლისი, 2022

erimedia_ravk/ddSfzGR4R.webp

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, თუ რატომ მოიწვია პარლამენტის რიგგარეშე სესია.

როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, ეს გადაწყვეტილება „ბულინგის“ და ზეწოლის შედეგად არ მიუღია.

პრეზიდენტმა მოუწოდა როგორც ოპოზიციას, ასევე უმრავლესობას, რომ სრულად ჩაერთონ პარლამენტის საქმიანობაში.

„მინდოდა ყველასთვის მეცნო, რომ ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომელიც ნიშნავს სესიას. მინდა საზოგადოებისთვის გასაგები იყოს, რატომ მოვაწერე ხელი. ჯერ ერთი, მინდა ისიც იყოს ნათელი, რომ არცერთი „ბულინგის“ და არცერთი ზეწოლის შედეგად არ ვაწერ ხელს. მგონი, ეს ყველამ კარგად იცის და მადლობა ზრუნვისთვის. მოვაწერე ხელი, რადგან მიმაჩნია, რომ დღეს ქვეყნის წინაშე ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის 12 რეკომენდაცია, რომელიც ევროკომისიისგან მივიღეთ. ჩვენ ეს უნდა შევასრულოთ 6-7 თვეში თუ რაც იქნება, მაგრამ ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა. ამდენად, მიმაჩნია, რომ სესია არის სრულიად გამართლებული, ახლა გამართლებული არ არის შესვენება, კომიტეტები და კომისიებია ასევე გამართლებული.

მოვუწოდებ ყველას, ოპოზიციასაც და უმრავლესობას, რომ მონაწილეობა მიიღონ სრულად ყველაფერში. ჩვენ ყველა ძალისხმევა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ის კანონები, რაც მისაღებია, დროულად მივიღოთ. ყველა საკითხი, პირველ რიგში, დეპოლარიზაციის საკითხი ერთად ყოფნით და დიალოგით, პარლამენტში ყოფნით უნდა იყოს გადაწყვეტილი. ამ ქვეყნის ერთადერთი პერსპექტივა ის ევროპული პერსპექტივაა, რომელიც მივიღეთ და არავის აქვს უფლება, ამ გზიდან გადაგვიყვანოს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ მანამდე განაცხადა, რომ პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სესია არ უნდა მოიწვიოს. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, თუ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ზეწოლასა და ბულინგს გაითვალისწინებს და სესიას მოიწვევს, კარგი არ იქნება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო