პრეზიდენტი - საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა პირდაპირაა დაკავშირებული ,,ენგურჰესთან“ და სხვა ჰესების მშენებლობასთან, ჩვენ ამაზე უნდა ვიფიქროთ, როცა ცოტა მარტივად და ზედაპირულად ვსაუბრობთ, რომ ჰესები შეიძლება ბუნებას აზიანებდეს

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
პრეზიდენტი - საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა პირდაპირაა დაკავშირებული ,,ენგურჰესთან“ და სხვა ჰესების მშენებლობასთან, ჩვენ ამაზე უნდა ვიფიქროთ, როცა ცოტა მარტივად და ზედაპირულად ვსაუბრობთ, რომ ჰესები შეიძლება ბუნებას აზიანებდეს
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

პრეზიდენტი - საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა პირდაპირაა დაკავშირებული ,,ენგურჰესთან“ და სხვა ჰესების მშენებლობასთან, ჩვენ ამაზე უნდა ვიფიქროთ, როცა ცოტა მარტივად და ზედაპირულად ვსაუბრობთ, რომ ჰესები შეიძლება ბუნებას აზიანებდეს

16 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/R38UXPiVg.webp

საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა პირდაპირაა დაკავშირებული ,,ენგურჰესთან“ და სხვა ჰესების მშენებლობასთან, ჩვენ ამაზე უნდა ვიფიქროთ, როცა ცოტა მარტივად და ცოტა ზედაპირულად ვსაუბრობთ, რომ ჰესები შეიძლება ბუნებას აზიანებდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამეგრელოს რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, ,,ენგურჰესის“ თაღოვანი კაშხლის დაათვალიერებისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ,,ენგურჰესის“ პოტენციალი სჭირდება საქართველოს და სჭირდება „ჩვენი და აფხაზების სამომავლოდ ერთად ყოფნას“.

,,ახლა დაიწყო ,,ენგურჰესის“, როგორც ინდუსტრიულ-ტურისტული პუნქტის აღდგენა, რომელსაც მიმდინარე წელს დასათვალიერებლად უკვე 20 000 ტურისტი სტუმრობდა. სვანეთის გზაზე ეს არაჩვეულებრივი ადგილი, ალბათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული პუნქტი გახდება.

,,ენგურჰესს“ ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, არა მხოლოდ როგორც ნაგებობასა და კაშხალს, ეს არის რეალურად, ჩვენი ნამდვილი ხიდი აფხაზეთთან, რამეთუ ერთობლივად იმართება და ეს ალბათ, ერთადერთი ასეთი, საერთო ეკონომიკური საქმიანობაა. ეს არის ის, რაც დღეს კიდევ გვაერთიანებს და რასაც ძალიან დიდი მომავალი აქვს.

ამავდროულად, ,,ენგურჰესს“ საქართველოს ეკონომიკისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენი ენერგოპროდუქციის 40% აქედან მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა პირდაპირაა დაკავშირებული ,,ენგურჰესთან“ და სხვა ჰესების მშენებლობასთან. ჩვენ ამაზე უნდა ვიფიქროთ, როცა ცოტა მარტივად და ცოტა ზედაპირულად ვსაუბრობთ, რომ ჰესები შეიძლება ბუნებას აზიანებდეს.

გადავხედოთ აქაურ ბუნებას, რამდენად მდიდარია ის, რამდენად მდიდარია ,,ენგურჰესის“ პოტენციალი, რამდენად სჭირდება საქართველოს ეს პოტენციალი და რამდენად სჭირდება ეს ხიდი ჩვენი და აფხაზების სამომავლოდ ერთად ყოფნას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

,,ენგური ატრაქციის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ანთიძე, რომელმაც დღეს საქართველოს პრეზიდენტს ,,ენგურჰესზე“ უმასპინძლა აცხადებს, რომ ,,ენგურჰესს“, როგორც ტურისტული დანიშნულების ობიექტს პოპულარიზაცია სჭირდება და პრეზიდენტის დღევანდელი ვიზიტიც სწორედ ამას შეუწყობს ხელს.

,,ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი, რომელიც დღეს განხორციელდა ,,ენგურჰესზე“, კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს კაშხლის, როგორც ინდუსტრიული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას.

მნიშვნელოვანია ასევე, რომ ჩვენ ამ ვიზიტის ფარგლებში ვათვალიერებთ არა მარტო კაშხალს და მის მიმდებარე ტერიტორიას, არამედ ,,ენგურჰესის“ იმ მნიშვნელოვან ადგილებს როგორიცაა, მაგალითად აკვედუკი, ერთ-ერთი უზარმაზარი და დიდი ბეტონის ხიდი, რაზეც გადადის წყალი, რომელიც მოემართება მიწისქვეშა ჰიდროელექტროსადგურისთვის.

ეს ნაგებობა მართლა გამორჩეულია, რომელსაც წყლის მატება დაკლებასთან ერთად აქვს ამპლიტუდა, გადახრა. ამ ნაგებობაში ძალიან ბევრი საინჟინრო ღირებულებაა ჩადებული, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ქართველი ინჟინრები, რომლებიც ამას აპროექტებდნენ, ფუნდამენტურ მეცნიერებაზე დაყრდნობით აკეთებდნენ ყველაფერს იმ პერიოდში.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხორციელდება დიდი პროექტი, რომელსაც თავისი ეტაპები გააჩნია და დრო სჭირდება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ "ენგურჰესის" კაშხალი, წელს უკვე ვიზიტორებისათვის გაიხსნა და მაისიდან უკვე 20 000 ვიზიტორი გვყავდა“, - განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ,,ენგურჰესის“ კაშხლის ტურისტული მარშრუტის ხანგრძლივობა ორი საათია და ვიზიტორებს საშუალება აქვთ, დაათვალიერონ კაშხლის ხიდი, დისკური ფარების შენობა, გვირაბი, წყალსაცავის ფარების განყოფილება და სხვა საინტერესო ადგილები.

ამჟამად პროექტს ,,ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი მსოფლიო დონის ატრაქცია“ ენერგეტიკის განვითარების ფონდი და მისი შვილობილი კომპანია ,,ენგური ატრაქცია“ ახორციელებს.

,,ენგურჰესის“ უნიკალური თაღოვანი კაშხალი მსოფლიოში თაღოვან კაშხლებს შორის, მეხუთე ადგილზეა და ზოგადად, კაშხლებს შორის კი მეექვსე ადგილზე. იგი ერთ-ერთი გამორჩეულია თავისი უდიდესი ინფრასტრუქტურით. ენგურის მდიდარი ჰიდროენერგორესურსების გამოყენებაზე ფიქრი პირველად ნიკო ნიკოლაძემ დაიწყო, თუმცა იმ დროისთვის ენგურის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელება შეუძლებელი აღმოჩნდა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო