პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცესკო-ს წევრობის კანდიდატთა სიას აქვეყნებს
20 აგვისტო, 2022

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა სიას აქვეყნებს. ცესკო-ს წევრის შესარჩევ ხელახალ ღია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სამი განაცხადია წარდგენილი. კანდიდატთა სიაში არიან: დავით ფეტვიაშვილი, გიორგი მარსაგიშვილი და ნათია წიპტაური.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარისა და ცესკო-ს ერთი წევრის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები უკვე წარუდგინა. ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარედგინა თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები, ხოლო ცესკო-ს წევრის ერთ თანამდებობაზე ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურები, მეორე პოსტზე კი, შესაბამისი კადრები ვერ შეირჩა, ამიტომ კონკურსი ხელახლა გამოცხადდა.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო
