erimedia_ravk/1ZsxEX44g.jpeg

პრეზიდენტმა თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

ამბები
პრეზიდენტმა თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა
ამბები

პრეზიდენტმა თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

erimedia_ravk/1ZsxEX44g.jpeg
7 ოქტ

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა, ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თსუ-ს რექტორს პრეზიდენტის ჯილდო ევროკავშირის უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში საქართველოს ინტეგრაციისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯებისათვის, გამორჩეული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის, მსოფლიო სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი კავშირის გაღრმავებისა და ქართულ და უცხოელ მეცნიერთა შორის სამეცნიერო ურთიერთობის ხელშეწყობისათვის, ქართული კულტურის ინტერდისციპლინარული კვლევების მხარდაჭერით საზოგადოების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცა.

დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა. ბრწყინვალების ორდენით ასევე დაჯილდოვდა აკადემიკოსი, თსუ-ის ყოფილი რექტორი თამაზ გამყრელიძე. ჯილდო პრეზიდენტმა მის შვილს გადასცა. ღირსების მედალი კი გადაეცათ თსუ-ს ასოცირებულ პროფესორს, შუმეროლოგ ნინო სამსონიას, თსუ-ს პროფესორს, საერთაშორისო რანგის ხეთოლოგ ირინე ტატიშვილს და ფილოსოფიის დოქტორ თამარა დრაგაძეს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო