პრობლემები მოგვარდა და ტრანსფერი დადასტურდა - დავითაშვილი „ბორდოს“ ფეხბურთელია

ამბები/ წყარო: 1tv.ge
პრობლემები მოგვარდა და ტრანსფერი დადასტურდა - დავითაშვილი „ბორდოს“ ფეხბურთელია
ამბებიწყარო: 1tv.ge

პრობლემები მოგვარდა და ტრანსფერი დადასტურდა - დავითაშვილი „ბორდოს“ ფეხბურთელია

2 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/BwSsymGVR.jpeg

„ბორდომ“ ზურიკო დავითაშვილთან კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა. ინფორმაცია „ბორდოს“ პრესსამსახურმა დაადასტურა.

კლუბმა ქართველი ფეხბურთელი ბათუმის „დინამოდან“ იჯარით დაიმატა, ოღონდ, სავალდებულო შესყიდვის ოფციით. 21 წლის ფეხბურთელი გუნდში 30-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

"...ის ბათუმის „დინამოს“ შესანიშნავი სეზონის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია. კლუბი დომინირებს მიმდინარე ჩემპიონატში და ჩვენი ახალი მოთამაშე სათამაშო რიტმშია. ზურიკომ ითამაშა ყველა ასაკობრივ ნაკრებში და მიუხედავად იმისა, რომ 21 წლისაა, ეროვნული ნაკრების რეგულარული წევრია, 19 მატჩი ჩაატარა და საქართველოს მაისურით სამი გოლი გაიტანა.

ცოცხალი, სწრაფი და ტექნიკური გარემარბი (1,75 სმ, 63 კგ) ზურიკო დავითაშვილი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია. ის ჟირონდინებში მოდის, კარიერაში ახალი ნაბიჯის გადადგმის სურვილით. მივესალმებით მას და ვუსურვებთ ბედნიერებას ჩვენს კლუბში. მოგესალმებით, ზურიკო!“, – წერია ფრანგული კლუბის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ცნობაში.

გამოცემა „ეკიპი“ ამავე დროს იუწყება, რომ „ბორდოს“ წინაშე არსებული პრობლემები მოგვარდა, რაც დავითაშვილის რეგისტრაციას აბრკოლებდა.

„კლუბმა, რომელიც ძალიან ახლოს იყო ზაფხულში გაკოტრებასთან, სახელფასო ფონდი დაახლოებით 5 მილიონი ევროთი შეამცირა, რაც ახალი თანამშრომლების რეგისტრაციის წინაპირობა იყო, ეს მოთამაშეების მიერ ხელფასების შემცირების წყალობით მოხერხდა. ამავე დროს, ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეები (ედსონ მექსერი, მბაიე ნიანგი, ჰვანგ უი-ჯო, რემი უდინი, ენოკ კვატენგი) წავიდნენ“, - აღნიშნულია გამოცემაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო