erimedia_ravk/sLkfh66VR.jpeg

პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, რუსთავის ჭალის ტყის ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და განვითარების საკითხები სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს

ამბები
პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, რუსთავის ჭალის ტყის ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და განვითარების საკითხები სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს
ამბები

პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, რუსთავის ჭალის ტყის ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და განვითარების საკითხები სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს

erimedia_ravk/sLkfh66VR.jpeg
15 აგვ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მასში შემავალი შესაბამისი უწყებების, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა, რუსთავის ჭალის ტყის ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და განვითარების ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერების საკითხები სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.

შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს ჭალის ტყეების სტატუსისა და მისი მართვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საკითხები, ასევე, პროექტის ფარგლებში, რუსთავის ჭალის ტყის განვითარებისთვის დაგეგმილი საქმიანობები.

შეხვედრა მიზნად ისახავდა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების, რომელთა უშუალო კომპეტენცია და ვალდებულებაა რუსთავის ჭალის ტყის განვითარების პროცესში ჩართვა, სრულ ინფორმირებულობას პროექტით გათვალისწინებული პროცესისა და შედეგების შესახებ.

პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ შვიდი ძირითადი კომპონენტიდან, ჭალის ტყის აღდგენა და განვითარება მე-2 კომპონენტია, რომლის ერთ-ერთი მიზანი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ რუსთავის ჭალის ტყის მართვა და განვითარებაა.

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, შვედეთის სამეფოს მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, რუსთავის მოსახლეობისა და ქალაქის ვიზიტორებისთვის ისტორიული მნიშვნელობის სტრატეგია და გეგმა შემუშავდა, რომელიც უნიკალური ჭალის ტყის აღდგენას, განვითარებას და კონსერვაციას გულისხმობს. რუსთავის ჭალის ტყეების გამორჩეული ეკოსისტემის მდგრადი მართვა, წინაპირობაა ბიომრავალფეროვნების აღდგენის, ქალაქის მოსახლეობის სუფთა ჰაერითა და რეკრეაციული სივრცეებით უზრუნველსაყოფად", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კარლო ამირგულაშვილმა.

როგორც რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა, ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, ქალაქ რუსთავში იწყება ჭალის ტყის აღდგენა. ჭალის ტყე, რომელიც რუსთავის მუნიციპალიტეტის საზღვრებშია მოქცეული, მნიშვნელოვანი რესურსია ქალაქ რუსთავში ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

„90-იან წლებში, ენერგეტიკული კრიზისის დროს, ჭალის ტყეს სერიოზული ზიანი მიადგა. მნიშვნელოვანია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის განვითარების სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, შემუშავდა რუსთავის ჭალის ტყის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი, რომელიც ჭალის ტყის განვითარების დეტალურ გეგმას მოიცავს. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, ასევე აუცილებელია გავერთიანდეთ ქ. რუსთავის მოსახლეობა და ყველა ის ადამიანი, ვისთვისაც ჩვენი ქალაქის და ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება პრიორიტეტულია", - აღნიშნა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.

ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
ამბები
მეტი სიახლეები ამბები
„ქართული ოცნება“ - ქვეყნის სუვერენიტეტითა და უსაფრთხოებით ვაჭრობას არ ვაპირებთ, შანტაჟი ვერ გვაიძულებს, გადავდგათ ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯი, სანქციები თავად სანქციის დამწესებელს აზიანებს
შვიდი ოპოზიციური პარტიის განცხადება - აშშ-ის მხარდაჭერა მოქალაქეების პროტესტის დამსახურებაა, ვაფასებთ აშშ-ის ძალისხმევას ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის დაცვის საქმეში
ლევან ხაბეიშვილი - მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის
ალექსეი გონჩარენკო - ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, შეგვიძლია, საქართველოში წავიდეთ, ქართველებო, იბრძოლეთ თავისუფლებისთვის
ენტონი ბლინკენი - ვიწყებ აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირეულ გადახედვას, იმედი გვაქვს, საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და გადადგამენ ნაბიჯებს ერის დემოკრატიული, ევროატლანტიკური მისწრაფებებისკენ
Სარეკლამო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი კიევში ჩავიდა
ერთ-ერთი ამერიკელი კონგრესმენის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს
ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება
ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი ლიდერები სანქციების დაწესებას განიხილავენ
საფრანგეთი მხარს უჭერს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ისრაელის პრემიერისა და „ჰამასის“ ლიდერების დაპატიმრების ორდერის მოთხოვნის შესახებ
მეტის ჩვენება
Სარეკლამო