erimedia_ravk/y6UP-eeVg.jpeg

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ამბები
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
ამბები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

erimedia_ravk/y6UP-eeVg.jpeg
15 აგვ

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაზე თავდასხმაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვასა და ტარებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

"სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული შეიარაღებული მივიდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან და მერის სამუშაო და მისაღები ოთახების მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. სროლის შედეგად შენობაში გაჩნდა ხანძარი, რამაც დააზიანა და გაანადგურა მერის სამუშაო ოთახში არსებული ქონება და ინვენტარი.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ხელისუფლების წარმომადგენლის სამსახურებრივ შენობაზე თავდასხმა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება
იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა
ქალაქ ალმათიში, ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters - პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი
The Washington Post - უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება
Სარეკლამო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა
ფინეთი რუსეთთან ბოლო გამშვებ პუნქტს კეტავს
სერგეი შამბას განცხადება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი გახანგრძლივდა
განხეთილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
მეტის ჩვენება
Სარეკლამო