პროკურორი - ცხვარიჭამიაში მკვლელობის საქმეზე ნებისმიერი დაკავებულის მიმართ საკმარისი მტკიცებულებები არსებობს

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
პროკურორი - ცხვარიჭამიაში მკვლელობის საქმეზე ნებისმიერი დაკავებულის მიმართ საკმარისი მტკიცებულებები არსებობს
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

პროკურორი - ცხვარიჭამიაში მკვლელობის საქმეზე ნებისმიერი დაკავებულის მიმართ საკმარისი მტკიცებულებები არსებობს

31 ივლისი, 2022

erimedia_ravk/3GMERpzVR.webp

ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, საქმეზე დაკავებულების მიმართ პატიმრობის შეფარდება მოწმობს იმას, რომ მათ წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები არსებობს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქმეში არსებობს მოწმე, რომელიც მომხდარ ფაქტს შეესწრო.

„როგორც ცნობილია, სასამართლომ რვავე ბრალდებულის მიმართ მიიღო გადაწყვეტილება და მათ პატიმრობა შეეფარდათ. ეს არის კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რომ საქმეზე ნებისმიერი მათგანის მიმართ საკმარისი მტკიცებულებები არსებობს“,-განაცხადა პროკურორმა.

დავით ყაზარაშვილის თქმით, ჩხუბში რამდენიმე ადამიანი იყო ჩართული, მათ შორის 5 ბრალდებული, რომელსაც ბრალი ხულიგნობისთვის წაუყენეს.

„კონფლიქტი დაიწყო მხარის გაკვრით, რის შემდეგაც ეზოში ჩხუბი დაიწყეს. ჩხუბში რამდენიმე ადამიანი იყო ჩართული, მათ შორის ის 5 ბრალდებული, რომელსაც ბრალი ხულიგნობისთვის წაუყენეს. შემდეგ უკვე გარდაცვლილს, დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის გაგრძელდა ეს კონფლიქტი ეზოს გარეთ, ქუჩაში, სადაც მკვლელობა მოხდა“,- განაცხადა პროკურორმა.

როგორც მან აღნიშნა, მომხდარ ფაქტს მოწმე შეესწრო, თუმცა, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურორი არ აკონკრეტებს, ვინ არის მოწმე.

„საქმის მასალებით და ადამიანების დაკითხვით ჩანს, რომ იყვნენ მირიან კუკავა, ბრალდებული და ერთი სხვა მოწმე, რომელიც მომხდარ ფაქტს შეესწრო. გეტყვით იმას, რომ ეს ადამიანი შეესწრო ფაქტს, იქ იმყოფებოდა იმ დროს და სხვადასხვა მოვლენებს აღწერს. რაც შეეხება მკვლელობის ფაქტს, ბრალდებულიც აღიარებს ამ ყველაფერს“,-განაცხადა პროკურორმა.

მისივე თქმით, ვინც საქმეზე ხულიგნობის მუხლით არის დაკავებული, ყველა ჩხუბობდა. როგორც პროკურორი განმარტავს, ეს საქმის მასალებით და მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება.

„ვიდეოკამარები არ იყო, თუმცა არის მოწმეთა ჩვენებები, ვინც ადასტურებს ფაქტს, რომ ეს ადამიანები ჩხუბობდნენ. რაც შეეხება უფლებადამცველების განცხადებებს, ბუნებრივია, ისინი სხვა რამეს არც იტყოდნენ. მთავარი მტკიცებულება არის ჩვენებები და დაზიანებები, ექსპერტიზები“,-განაცხადა პროკურორმა.

დავით ყაზარაშვილის განმარტებით, წვეულებაზე, სადაც მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილის გარდა, 30 ადამიანი იმყოფებოდა და ყველა მათგანი გამოიკითხა. პროკურორის თქმით, საქმეზე გამოძიება გრძელდება.

შეგახსენებთ, ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ დავით ჯიჯეიშვილს და კიდევ 7 პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მკვლელობაში ბრალდებული ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, კონკრეტულად, როგორც მან სხდომაზე განაცხადა, ხულიგნობის ნაწილში თავს არ ცნობს დამნაშავედ, თუმცა აღიარებს, რომ მირიან კუკავა სწორედ მის მიერ მიყენებული ჭრილობებით დაიღუპა.

საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 19 სექტემბერს ჩაინიშნა.

ცნობისთვის, შემთხვევა ცხვარიჭამიაში რამდენიმე დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, 20 წლის მირიან კუკავა მეგობრის - ქეთათო არაბულის სახლში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, რა დროსაც სუფრასთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აღნიშნული მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, დავით ჯიჯეიშვილმა მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. თავად ჯიჯეიშვილი კი მიმალვაში თითქმის ერთი დღის განმავლობაში იმყოფებოდა, მის დასაკავებლად სამართალდამცავები სამძებრო მოქმედებებს ახორციელებდნენ

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო