პროკურორი გიორგი გოგაძე პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

ამბები
პროკურორი გიორგი გოგაძე პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
ამბები

პროკურორი გიორგი გოგაძე პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

28 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/uXiAb7V4R.jpeg

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტად, „ევროჯასტში“ (EUROJUST) საქართველოს მეკავშირე პროკურორი, გიორგი გოგაძე აირჩიეს.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, ასოციაციის გენერალურმა მდივანმა, ჰან მორაალმა განაცხადა, რომ საქართველოს პროკურატურა უკვე მრავალი წელია პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციასთან წარმატებულად თანამშრომლობს, რისი შედეგიცაა ის, რომ საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელი, IAP-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი გიორგი გოგაძე, ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

„გიორგი გოგაძე სამი წლის წინ შემოგვიერთდა აღმასრულებელ კომიტეტში, ახლა კი ის აირჩიეს ვიცე-პრეზიდენტად. ეს კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციასა და საქართველოს პროკურატურას შორის ურთერთობის მნიშვნელობას“, – აღნიშნა ჰან მორაალმა.

პროკურატურის ინფორმაციით, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტად გიორგი გოგაძის არჩევას „ევროჯასტის“ პრეზიდენტმა, ლადისლავ ჰამრანმა მნიშვნელოვანი წინ გადადმული ნაბიჯი უწოდა.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოს მეკავშირე პროკურორი „ევროჯასტში“, გიორგი გოგაძე არჩეულია IAP-ის ვიცე-პრეზიდენტად. ვფიქრობ, ეს მიანიშნებს მის გამორჩეულ პიროვნულ და პროფესიულ თვისებებზე. ძალიან ვამაყობთ, რომ ასეთი მეკავშირე პროკურორი გვყავს „ევროჯასტში“. ყველას სახელით ვულოცავ ამ მიღწევას“, – განაცხადა „ევროჯასტის“ პრეზიდენტმა, ლადისლავ ჰამრანმა.

„ევროჯასტში“ საქართველოს მეკავშირე პროკურორის, გიორგი გოგაძის განცხადებით საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტად მისი არჩევა თითოეული პროკურორის დამსახურებაა, რიგითი პროკურორიდან დაწყებული, გენერალური პროკურორით დამთავრებული.

„ჩემთვის დიდი პატივია, წარმოვადგენდე საქართველოს, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ამ ძალიან მაღალ პოზიციაზე. ეს არის არა მხოლოდ ჩემი მრავალწლიანი მოღვაწეობის, არამედ თითოეული პროკურორის დამსახურება, რიგითი პროკურორიდან დაწყებული, გენერალური პროკურორით დამთავრებული. ეს ხალხი ყოველდღიურად, დაუღალავად შრომობს იმისთვის, რათა ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო განვითარდეს და აქ ცხოვრება კიდევ უფრო უსაფრთხო იყოს“, – განაცხადა გიორგი გოგაძემ.

გიორგი გოგაძე, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტად, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენციის „გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები“ ფარგლებში გამართულ სხდომაზე აირჩიეს.

პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციას, რომელსაც საქართველოს პროკურატურა მასპინძლობს, 65 ქვეყნის 400 პროკურორი და გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ), სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და აღნიშნულ სფეროში მომუშავე მაღალი დონის ექსპერტები ესწრებიან.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო