პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის გენერალური შეხვედრა გაიმართა

ამბები/ წყარო: imedinews.ge
პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის გენერალური შეხვედრა გაიმართა
ამბებიწყარო: imedinews.ge

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის გენერალური შეხვედრა გაიმართა

24 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/axZMP_7VR.jpeg

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიურ კონფერენციის ფარგლებში, აღმასრულებელი კომიტეტის გენერალური შეხვედრა გაიმართა.

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის გენერალური შეხვედრა, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) პრეზიდენტმა ჩეოლ კიუ ვანგმა გახსნეს. გენერალურ შეხვდრას აღმასრულებელი კომიტეტის წევრები ესწრებოდნენ.

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია (IAP) დაარსდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ვენის წარმომადგენლობაში 1995 წელს და ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოების პროკურატურებს და ინდივიდუალურ პროკურორებს. საერთაშორისო ასოციაციაში გაწევრიანებულია მსოფლიოს 180 ქვეყნის 183-ზე მეტი უწყება, ასევე ინდივიდუალური წევრი პროკურორები.

საქართველოს პროკურატურა საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზაციული წევრია და ასოციაციასთან მჭიდროდ თანამშრომლობს. 2018 წლის მაისში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელი არჩეული იქნა IAP მმართველობით ორგანოს - აღმასრულებელ კომიტეტის წევრად და შესაბამისად საქართველოს პროკურატურა ჩართულია ასოციაციის მმართველობით საქმიანობაში.

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის მიზნებია - მსოფლიო პროკურორებისთვის ერთიანი პროფესიული ქცევისა და ეთიკის სტანდარტების დადგენა და ამაღლება, კანონის უზენაესობის, სამართლიანობის, მიუკერძოებლობის და ადამიანის უფლებების პატივისცემის ხელშეწყობა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის სხვადასხვა სახელმწიფოების პროკურატურებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და გაუმჯობესება

საქართველოს პროკურატურა 25-29 სექტემბერს, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიურ კონფერენციას და გენერალურ შეხვედრას თემაზე - "გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები" თბილისში უმასპინძლებს.

თბილისში დაგეგმილ პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციას 60 ქვეყნის 300 პროკურორი და გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ), სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და აღნიშნულ სფეროში მომუშავე მაღალი დონის ექსპერტები დაესწრებიან.

საქართველოს პროკურატურა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციასთან (IAP) მჭიდრო თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო