„პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე - საფასურის კონტროლის ქვეშ მოსაქცევად, წამლების მსგავსად, რეფერენტული ფასები პურზეც უნდა დაწესდეს

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
„პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე - საფასურის კონტროლის ქვეშ მოსაქცევად, წამლების მსგავსად, რეფერენტული ფასები პურზეც უნდა დაწესდეს
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

„პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე - საფასურის კონტროლის ქვეშ მოსაქცევად, წამლების მსგავსად, რეფერენტული ფასები პურზეც უნდა დაწესდეს

29 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/oM__7yW4R.webp

„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, პურის ფასის კონტროლის ქვეშ მოსაქცევად, წამლების მსგავსად, რეფერენტული ფასები პურზეც უნდა დაწესდეს.

დოლიძის თქმით, პურის დღეს არსებული ფასი არა წარმოების მიერ ნაკარნახევი ფასია, არამედ „მაღაზიების მიერ მომდინარეობს“.

„რეფერენტული ფასები უნდა შემოვიდეს. კონტროლი უნდა იყოს იმისა, რომ მე რომ მაღაზიას პური მივაწოდე, მან ეს თანხა თავის მოგებაში კი არ უნდა ასახოს, არამედ მოსახლეობას იმ ფასად მიაწოდოს, რა ფასადაც მიწოდებულია. რა თმა უნდა, შიგნით თავის მოგება უნდა ჩადოს, მაგრამ არა ისეთი მაღალი, რომ მოსახლეობაზე აისახოს,“ - აღნიშნა დოლიძემ.

მისივე განცხადებით, პურის მწარმოებლების სურვილია, რომ თუკი შესაძლებლობა იქნება, პურის ფასი დაახლოებით, 10 თეთრით შემცირდეს.

„ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია და ა.შ. ფასებში ფოკუსირდება, ამიტომ თუ გვექნება შესაძლებლობა, ჩვენ ყოველთვის წავალთ იმაზე, რომ, რა თქმა უნდა, ეს პურის ფასში ავსახოთ, მითუმეტეს ტენდენცია ისეთია, რომ დღეს ფქვილის ფასები დაბლა მოდის. მეწარმის სურვილი ყოველთვის არის, რომ მეტი პურის რეალიზაცია მოხდეს, ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ თუ ამის შესაძლებლობა იქნება, ფასის დაკლება დაახლოებით, 10 თეთრის ფარგლებში მოხდეს, “ - განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, მსოფლიო ბირჟაზე ხორბლის ფასი და საქართველოსთვის დაწესებული მცურავი ბაჟის თანხა შემცირდა და ქვეყანაში ხორბლის შემოტანის და წისქვილკომბინატების ამუშავება შესაძლებელი გახდა.

„ბოლო პერიოდში წისქვილკომბინატების მუშაობა შეუძლებელი გახდა, გაჩერდა და ქვეყანაში ძირითადად, ფქვილი შემოდიოდა. დღეს ტენდენცია შეიცვალა. დღევანდელი ფასები მსოფლიო ბირჟებზე არის მაგალითად, ფრანგული 345 დოლარი, ამერიკული 346 დოლარი, რუსული 347 დოლარი. გარდა ამისა, ამ მცურავი ბაჟის ფასმაც საგრძნობლად დაიკლო, რომელიც ჩვენთან მიმართებაში მოქმედებდა და შესაძლებელი გახდა ხორბლის შეძენისა, მიღებისა, რომ წისქვილკომბინატები ამუშავდეს და ეს ძალიან კარგი ტენდენციაა,“ - განაცხადა მან.

მალხაზ დოლიძის ინფორმაციით, ადგილობრივი ხორბლის წარმოების კუთხით წელს კარგი მოსავალია.

„წელს მოსავალი უკეთესია. უკვე აღებულია 100 ათასი ტონა. პროგნოზია, რომ 150 ტონამდე ხორბალს მივიღებთ. ძალიან კარგია, რომ საქართველოში ხორბლის მოყვანას მიუბრუნდნენ,“ - აღნიშნა მალხაზ დოლიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო