ყაზახეთი მარცვლეულისა და ფქვილის ექსპორტზე შეზღუდვებს აუქმებს
1 სექტემბერი, 2022

ყაზახეთი მარცვლეულისა და ფქვილის ექსპორტზე შეზღუდვებს აუქმებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისმა კომისიამ მიიღო.
შეზღუდვის გაუქმების გადაწყვეტილება მარცვლეულის მოსალოდნელი უხვი მოსავლის გათვალისწინებით მიიღეს.
ყაზახეთის მტავრობის განცხადებით, წელს იგეგმება 13 მილიონ ტონაზე მეტი ხორბლის აღება, რაც წინა წლის მოსავალს 125-ით აღემატება. შიდა მოხმარებისთვის ქვეყანას დაახლოებით 6,5 მილიონი ტონა სჭირდება. მარცვლეულისა და ფქვილის ექსპორტზე შეზღუდვა 10 სექტემბრიდან გაუქმდება.
ყაზახეთმა მარცვლეულისა და ფქვილის ქვეყნიდან გატანაზე შეზღუდვა 8 ივლისიდან აამოქმედა.
ამასთან, ქვეყანაში დგინდება კვოტები მსხვილ და წვრილფეხა საქონლის ექსპორტზე, რაც 21 იანვრიდან 21 ივლისამდე სრულად იყო აკრძალული.
ავტორი - ქეთი ჩოხელი
