ყაზახეთის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, ქვეყნის დედაქალაქს ნურ-სულთანის ნაცვლად კვლავ ასტანა ეწოდოს

ამბები/ წყარო: imedinews.ge
ყაზახეთის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, ქვეყნის დედაქალაქს ნურ-სულთანის ნაცვლად კვლავ ასტანა ეწოდოს
ამბებიწყარო: imedinews.ge

ყაზახეთის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, ქვეყნის დედაქალაქს ნურ-სულთანის ნაცვლად კვლავ ასტანა ეწოდოს

13 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/pHk-EqG4g.jpeg
ფოტო: Shutterstock.com

ყაზახეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, რუსლან ჟელდიბაის განცხადებით, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მხარი დაუჭირა დეპუტატების მიმართვას, რომლებიც ქვეყნის დედაქალაქ ნურ-სულთანისთვის ძველი სახელწოდების დაბრუნებას ითხოვენ.

„დეპუტატების წინადადება შეტანილია საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტში. ამასთან, პრეზიდენტი ისტორიულ ფაქტად მიიჩნევს ნურსულთან ნაზარბაევის გადამწყვეტ როლს ყაზახეთის თანამედროვე სახელმწიფოებრიობის განმტკიცებასა და დედაქალაქის ჩამოყალიბებაში“, - აცხადებს რუსლან ჟელდიბაი.

მან ასევე განმარტა, რომ ნურსულთან ნაზარბაევის სახელთან დაკავშირებული სხვა ტოპონიმები არ შეიცვლება.

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანას ნურ-სულთანი 2019 წლის მარტში ეწოდა, მას შემდეგ რაც თავისი ინაუგურაციის დროს ასეთი ინიციატივით ყასიმ-ჟომართ თოყაევი გამოვიდა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო