ყაზბეგში, თუშეთსა და ფშავ-ხევსურეთში ტურისტული ბილიკების მოწყობაზე 27 მილიონი დაიხარჯება

ამბები/ წყარო: bm.ge
ყაზბეგში, თუშეთსა და ფშავ-ხევსურეთში ტურისტული ბილიკების მოწყობაზე 27 მილიონი დაიხარჯება
ამბებიწყარო: bm.ge

ყაზბეგში, თუშეთსა და ფშავ-ხევსურეთში ტურისტული ბილიკების მოწყობაზე 27 მილიონი დაიხარჯება

27 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/S-G7QLW4R.jpeg

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ყაზბეგის, თუშეთისა და ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული ბილიკების მოწყობისა და ტურისტული კოტეჯების დადგმისთვის 27-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა. მშენებლობას მსოფლიო ბანკი რეგიონული განვითარების მესამე პროექტით აფინანსებს.

პროექტის ძირითადი მიზანია ყაზბეგის, ფშავ-ხევსურეთის და თუშეთის დაცული ტერიტორიებისთვის მდგრადი ვიზიტორთა ბილიკებისა და მთის ქოხების განვითარება. ჯუთა - ომალოს ბილიკების ქსელი მოიცავს კავკასიონის ქედის ჩრდილო კალთებზე ისტორიულ ხევს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონს, დუშეთის მიუნიციპალიტეტსა და აღმოსავლეთ კავკასიონზე თუშეთის ქვაბულს. ყველაზე დაბალი წერტილი ზღვის დონიდან 900 მ-ზე მდებარეობს, ხოლო ყველაზე მაღალი წერტილი ზღვის დონიდან 3,431 მ-ია.

საფეხმავლო მარშრუტზე, საბაზისო ინფრასტრუქტურის სახით, შემდეგი ობიექტების განთავსებაა გათვალისწინებული: ხიდები, მოაჯირები და კლდის საფეხურები. ხიდები - მარშრუტზე სხვადასხვა სიგრძის (4-დან 16-მეტრამდე) ხიდების დროებითი და სტანდარტული კონსტრუქსაფეხმავლო მარშრუტზე, საბაზისო ინფრასტრუქტურის სახით, შემდეგი ობიექტების განთავსებაა გათვალისწინებული: ხიდები, მოაჯირები და კლდის საფეხურები. ხიდები - მარშრუტზე სხვადასხვა სიგრძის (4-დან 16-მეტრამდე) ხიდების დროებითი და სტანდარტული კონსტრუქციებია გათვალისწინებული. ასევე იგეგმება ლოდებით მოწყობილი ფონური ხიდების განთავსება.

პროექტით გათვალისწინებულია ღამის სათევი ქოხების მოწყობა 7 ლოკაციაზე:

• აბუდელაური - ყაზბეგის ეროვნული პარკის და არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორია;

• ზედა ტანიე- ყაზბეგის ეროვნული პარკის და არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტოტია;

• არხოტის თავი - ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორია;

• დათვისჯვარი - ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორია;

• ქვედა ტანიე - ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორია;

• ხიდოტანი - ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორია;

• ქვახიდი - თუშეთის ეროვნული პარკი და თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორია", - ნათქვამია დოკუმენტში.

სატენდერო პირობების მიხედვით, ტენდერში მონაწილე კომპანიას უნდა გააჩნდეს 2017 წლის შემდგომ მინიმუმ 13.5 მილიონი ლარის ღირებულების მსგავსი სირთულის კონტრაქტის შესრულების გამოცდილება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო