erimedia_ravk/xiiAzh24g.jpeg

ყინვა და თოვლი - საქართველოში ამინდი გაუარესდება

ამბები
ყინვა და თოვლი - საქართველოში ამინდი გაუარესდება
ამბები

ყინვა და თოვლი - საქართველოში ამინდი გაუარესდება

erimedia_ravk/xiiAzh24g.jpeg
9 იან

ნალექი და ყინვა საქართველოში - ქვეყანაში დღეიდან, 12 იანვრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი ზოგან ძლიერად ითოვებს.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, ხვალიდან სამი დღის განმავლობაში, დასავლეთში სიცივეს და ნალექს ძლიერი ქარიც დაემატება.

უამინდობის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ნისლის, ქარბუქისა და ხილვადობის გაუარესების გამო შეზღუდვები უკვე დაწესდა - მათ შორის არის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის მონაკვეთი, სადაც მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გომბორზე კი მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებითაა დასაშვები.

"როგორც დასავლეთ, ისე - აღმოსავლეთ საქართველოში ღამე ყინვა გაძლიერდება და დღის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში იქნება 1-6 გრადუსის ფარგლებში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში დღე -1 +3 გრადუსი.

თბილისში მცირე თოვლი იქნება, იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა ღამით იქნება -3, ხოლო დღისით +2 გრადუსამდე გათბება ჰაერი," - აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების მთავარი სინოპტიკოსი ნონა ელისაშვილი.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო