ყირგიზეთში 19 სექტემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა
18 სექტემბერი, 2022
ყირგიზეთის პრეზიდენტმა, სადირ ჯაფაროვმა ტაჯიკეთთან კონფლიქტში დაღუპულების გამო 19 სექტემბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.
„ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სადირ ჯაფაროვმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც 2022 წლის 19 სექტემბერი ყირგიზეთის რესპუბლიკაში ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა“, - აცხადებენ ყირგიზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
ეროვნული გლოვის დღეს ქვეყნის მასშტაბით, ისევე როგორც საზღვარგარეთ მდებარე დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე, სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება.
შეგახსენებთ, ტაჯიკეთი-ყირგიზეთის საზღვარზე მდგომარეობა 14 სექტემბერს დაიძაბა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტაჯიკეთის საზღვარზე შეტაკების შედეგად დაღუპული ყირგიზი მოქალაქეების რიცხვი 36-მდე გაიზარდა.