erimedia_ravk/cnsCPB64R.jpeg

ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დაიწყო

ამბები
ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დაიწყო
ამბები

ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დაიწყო

erimedia_ravk/cnsCPB64R.jpeg
11 აგვ

ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე გაეცნო.

ინვენტარიზაციის საველე სამუშაოები ჯამში 98 000 ჰა ფართობზე მიმდინარეობს. სამუშაოებზე ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის  სასწავლო პროგრამის ფარგლებში მომზადებული 20  მეტყევე-ტაქსატორია დასაქმებული. ინვენტარიზაციის შედეგების საფუძველზე მომზადდება ტყის მართვის ათწლიანი გეგმები.

„ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოების უწყვეტობისა და ქვეყანაში შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტების რაოდენობის გაზრდის მიზნით, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ  სპეციალური პროგრამის ფარგლებში  45-მდე ახალგაზრდა მეტყევე სპეციალისტი გადაამზადა. ამ მიმართულებით სააგენტო მუშაობას აგრძელებს. წელს ინვენტარიზაციის სამუშაოებზე დამატებით 20 მეტყევე-ტაქსატორი დავასაქმეთ“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.

მნიშვნელოვანია, რომ სატყეო სამეურნეო საქმიანობის  სწორად და ეფექტიანად წარმართვისთვის,   აუცილებელია ტყის მართვის ათწლიანი გეგმების შემუშავება. შესაბამისად, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, 2023 წელს ჯამში 228 000 ჰა ფართობზე ინვენტარიზაციის საველე სამუშაოები თიანეთის, ყვარლის, თელავის, დედოფლისწყაროს,  ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში ჩატარდება.

სახელმწიფო ტყის ინვენტარიზაცია, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), გერმანიის, შვეიცარიის და საქართველოს მთავრობების მიერ დაფინანსებული პროექტის – ECO Georgia ფარგლებში, ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო