erimedia_ravk/8kfF3rIVR.jpeg

ყველაზე რთული ჯგუფი - ევროპირველობაზე საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მეტოქეები გაირკვა

ამბები
ყველაზე რთული ჯგუფი - ევროპირველობაზე საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მეტოქეები გაირკვა
ამბები

ყველაზე რთული ჯგუფი - ევროპირველობაზე საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მეტოქეები გაირკვა

erimedia_ravk/8kfF3rIVR.jpeg
20 ოქტ

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ევროპის 2021-წლამდე ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების მეტოქეთა ვინაობაც გაირკვა.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ისტორიაში პირველად ითამაშებს U21 ევროს ფინალურ ეტაპზე, რომელსაც რუმინეთთან ერთად უმასპინძლებს.

თავიდანვე ცნობილი იყო, რომ საქართველო A ჯგუფში მოხვდებოდა და ვინაიდან მე-4 კალათაში იყო განთესილი ძლიერი მეტოქეებიც ერგო. რამაზ სვანაძის გუნდი ჯგუფურ ეტაპზე ბელგიას, ნიდერლანდებსა და პორტუგალიას დაუპირისპირდება.

U21 ევროს წილისყრის შედეგები

A ჯგუფი: საქართველო, პორტუგალია, ბელგია, ნიდერლანდები.

B ჯგუფი: რუმინეთი, ესპანეთი, უკრაინა, ხორვატია.

C ჯგუფი: ჩეხეთი, ინგლისი, გერმანია, ისრაელი.

D ჯგუფი: ნორვეგია, შვეიცარია, საფრანგეთი, იტალია.

აღსანიშნავია, რომ წილისყრის ცერემონიას ქართველი ჟურნალისტი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის უფროსი, ოთარ გიორგაძე უძღვებოდა.

A და C ჯგუფის ყველა მატჩი საქართველოში გაიმართება, ხოლო B და D ჯგუფის - რუმინეთში. თითოეული ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო გუნდი გავა და ამგვარად, 8 გუნდი ასპარეზობას მეოთხედფინალური ეტაპიდან გააგრძელებს.

რაც ყველაზე საინტერესოა - ფინალურ ეტაპზე თამაში შეუძლიათ 2000 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ფეხბურთელებს, ამ ასაკობრივ კრიტერიუმს კი ეროვნული ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი აკმაყოფილებს, რომლებიც ახლა ვილი სანიოლის გუნდის ლიდერები არიან.

გიორგი მამარდაშვილი, ირაკლი აზაროვი, ზურიკო დავითაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი წიტაიშვილი - ეს იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალია, რომლებსაც მომავალ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატზე 21-წლამდელთა ნაკრებში თამაშიც შეუძლიათ, თუმცა ყველაფერი ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

ხსენებულ ფეხბურთელებთან მიმართებაში არსებობს კიდევ ერთი პრობლემური საკითხი, იმავე პერიოდში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ორი მატჩი ელოდება - ვილი სანიოლის გუნდი 17 და 20 ივნისს, კვიპროსსა და შოტლანდიას ესტუმრება, ახალგაზრდული ევროპირველობა კი 21 ივნისს დაიწყება.

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 2023 წლის 21 ივნისიდან 8 ივლისამდე ჩატარდება. ტურნირი ბუქარესტში გაიხსნება, თუმცა ფინალურ მატჩს ბათუმი უმასპინძლებს. 4 ჯგუფიდან ორი ჯგუფის (A და C) მატჩები საქართველოში გაიმართება, ასევე ორი მეოთხედფინალისა და ერთი ნახევარფინალის მატჩებიც.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო