“რა უნდა ამ ქალბატონს საქართველოსგან და საქართველოსთვის? რამდენად დამოუკიდებელია ის თავის გამონათქვამებსა და ქმედებებში?”- რას წერს ექსპერტი პრეზიდენტზე

ამბები/ წყარო: split.spnews.io
“რა უნდა ამ ქალბატონს საქართველოსგან და საქართველოსთვის? რამდენად დამოუკიდებელია ის თავის გამონათქვამებსა და ქმედებებში?”- რას წერს ექსპერტი პრეზიდენტზე
ამბებიწყარო: split.spnews.io

“რა უნდა ამ ქალბატონს საქართველოსგან და საქართველოსთვის? რამდენად დამოუკიდებელია ის თავის გამონათქვამებსა და ქმედებებში?”- რას წერს ექსპერტი პრეზიდენტზე

21 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/Ij0IFmW4R.jpeg
სამედიცინო ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

ვუსმინე ქალბატონ პრეზიდენტს. რამდენიმე მარტივი დასკვნის გაკეთება უკვე შეიძლება: დასკვნა N1. ოპოზიციამ “ჩააწყო”, ხელისუფლებამ “არ ჩააწყო”, ანუ, არ იმუშავა, პირველმა “იმუშავა”. მუშაობა ჩაწყობაა!!! ვინც უკეთ “ჩააწყობს”, მართალიც ისაა. სად დაიკარგა სამართლიანობა? არგუმენტირება? ფაქტები? მთავარი “ჩაწყობაა” და აღქმები?! მე ვიცი, რომ პროტექციონიზმი ცუდია, პარდონ, ევრო-ბიუროკრატებში “მოსულა” თურმე !!! ელემენტარული ფაქტი რომ ვერ დაუდგენია, ევრობიუროკრატიას, სად არის სააკაშვილი, საკანში, თუ კერძო კლინიკაში, ეს მათივე საელჩოებთან არაკოორდინირებული მუშაობის, ან არასაკმარისად მიწოდებული ინფორმაციის ბრალი ხომ არ არის შემთხვევით?! თუ “სიმართლე არავის სჭირდება” თემაა?! დასკვნა N2. ბრალდებულის დაპატიმრება და სასამართლოს განაჩენი თურმე, უნდა დაექვემდებაროს პოლიტიკურ მიზანშეწონილობას!!! ეს დაუშვებელია, ქალბატონო პრეზიდენტო, ასე თუ მოიქცა ქვეყანა, სწორედ ის არ უნდა მიიღონ ევროკავშირში, და არა პირიქით!!! განაჩენი უსამართლო არ უნდა იყოს და არა “უდროო”!!! დასკვნა N3. ქართველებს ასეთი ტრადიცია გვქონია, ადრე, რომ ომში მყოფ ქვეყანას ყველაფერი უნდა მოუთმინო!საქართველოში ვინმეს გსმენიათ ასეთი ტრადიციის შესახებ? ფსიქიკურად დაავადებულს რომ არ ედავებიან ეს ვიცი, გარდაცვლილზე რომ ან კარგს ამბობენ, ან არაფერს, ესეც ვიცი. რომელ კატეგორიაშია განვიხილოთ უკრაინის “ხელისუფების გარკვეული ნაწილი” ქალბატონო პრეზიდენტო? ტრადიციები არ უნდა დავამახინჯოთ და არც უნდა გამოვიგონოთ ისე, სიტყვის მასალისთვის, რომ გავამართლოთ პოსტულატი, რომ ჩვენ, ასეთი ცუდები, უკრაინასაც ცუდად მოვექეცით!!! ზოგადად, არადიპლომატიურია ჩვენი პრეზიდენტი ქართველი ხალხის უმრავლესობისა და ხელისუფლების მიმართ. დღეს ის ბევრ სიმს შეეხო, ერთდროულად, და ამ “ივნისის სიმფონიის” ცალკეული ნაწილების აუჩქარებელი დაკვირვება ხვალ-ზეგ პასუხს გაგვაცემინებს მინიმუმ ორ კითხვაზე: -რა უნდა ამ ქალბატონს საქართველოსგან და საქართველოსთვის? -რამდენად დამოუკიდებელია ეს ქალბატონი თავის გამონათქვამებსა და ქმედებებში?

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო