რაჭაში მომხდარ ავარიას ანსამბლ „ძირიანის“ წევრი ნიკა გაგნიძე და მისი ძმა ემსხვერპლა
27 აგვისტო, 2022
რაჭაში მომხდარ ავარიას ძმები - ნიკა და თორნიკე გაგნიძეები ესხვერპლნენ.
გარდაცვლილების ახლობლის განცხადებით, ავტომობილი ხევში გადავარდა, რის შედეგადაც ძმები ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო მათი ბიძაშვილი გადარჩა, თუმცა, მძიმედ არის დაშავებული.
გარდაცვლილი ნიკა გაგნიძე ანსამბლ „ძირიანის“ მომღერალი იყო. ტრაგედიას ანსამბლი "დიდგორი“ გამოეხმაურა და სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა:
"დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ ანსამბლ "ძირიანის“ წევრის ნიკა გაგნიძისა და მისი ძმის, თორნიკე გაგნიძის გარდაცვალების გამო. თავზარდამცემი ამბავია, რამაც ყველა შეგვძრა. ღმერთმა აცხონოს, ბიჭებო, თქვენი სული. ვუსამძიმრებთ ოჯახს, "ძირიანს", რაჭას და სრულიად საქართველოს“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო