რაჭაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ფესტივალი იმართება

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
რაჭაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ფესტივალი იმართება
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

რაჭაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ფესტივალი იმართება

26 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/mKFZ8oZVR.webp

რაჭაში, ამბროლაურში „გემო ფესტი“ იწყება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათი ახალი პროექტის ფარგლებში ფესტივალი ამბროლაურში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე პარკში დღეს და ხვალ გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ რაჭული, ლეჩხუმური და სვანური კერძები. ფესტივალზე წარმოდგენილია ადგილობრივი ღვინო, სამეწარმეო ბაზარი, მუსიკალური და გასართობი სივრცეები.

ღონისძიებას ესწრება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი.

„ჩვენი მრავალფეროვანი გასტრონომია რომლითაც ასე ვამაყობთ აუცილებლად უნდა ვაქციოთ ჩვენს უპირატესობად და ერთ-ერთ კონკურენტუნარიან ტურისტულ პროდუქტად. „გემო ფესტი“ ჩვენი ახალი პროექტია, ეს ფესტივალი წელს პირველად რაჭაში ტარდება, თუმცა ის ყოველწლიურად გაიმართება მთელი საქართველოს მასშტაბით. მთავარი მიზანია გასტრონომიის განვითარება, ავთენტურობის შენარჩუნებით, ადგილობრივი მოსახლეობის დაინტერესება და ჩართვა გასტრონომიული ტურისტული პროდუქტის და შეთავაზების ფორმულების ნაწილში“, -აცხადებს მედეა ჯანიაშვილი.

ფესტივალი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ტარდება. პროექტის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია და გასტრო-ტურიზმის განვითარება. ფესტივალის მონაწილეების მოძიებასა და მომზადებაში ჩართულები არიან: სოფლის განვითარების სააგენტო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის მხარის ადმინისტრაცია და გასტრონომიული ასოციაციები.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო