რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიასთან ფრედ ითამაშა
23 სექ
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე მატჩში პორტუგალიის გუნდს დაუპირისპირდა და თამაში ფრედ - 18:18 დაასრულა.
მატჩის პირველი ნახევარი ქართველმა სპორტსმენებმა 13:5 მოიგეს, თუმცა მატჩის მეორე ნახევარში უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და, საბოლოოდ, ფრეს დასჯერდნენ.
„ბორჯღალოსნები“ მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე მატჩში ფიჯის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 30 სექტემბერს ქალაქ ბორდოში გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ მეექვსედ ასპარეზობს.