რამდენი იპოთეკური სესხი დასუბსიდირდა 2021 წლის 1-ლი სექტემბრიდან დღემდე - ,,აწარმოე საქართველოში"

ამბები/ წყარო: www.bpn.ge
რამდენი იპოთეკური სესხი დასუბსიდირდა 2021 წლის 1-ლი სექტემბრიდან დღემდე - ,,აწარმოე საქართველოში"
ამბებიწყარო: www.bpn.ge

რამდენი იპოთეკური სესხი დასუბსიდირდა 2021 წლის 1-ლი სექტემბრიდან დღემდე - ,,აწარმოე საქართველოში"

28 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/ZaVLxfZVR.jpeg

იპოთეკური სესხების სუბსიდირებაზე მოთხოვნა კვლავ მზარდია. პროგრამის ამოქმედების დღიდან, 2021 წლის 1-ლი სექტემბრიდან 2022 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით, 3 411 იპოთეკური სესხი დასუბსიდირდა. ჯამურმა თანხამ კი, 378.1 მლნ ლარი შეადგინა.

ამასთან, 2021 წლის ბოლოსთვის გაცემული იყო 1 303 იპოთეკური სესხი. ჯამური თანხა კი, 143 672 572 ლარს შეადგენდა.

„აწარმოე საქართველოში“ ,,ბიზნესპრესნიუსისთვის" მიწოდებული ინფორმაციით, მიმდინარე წელს 2 108 სესხი გაიცა.

,,2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის 21 აგვისტოს მდგომარეობით, სულ გაფორმდა 3 411 ხელშეკრულება სუბსიდირებული იპოთეკური სესხების პროგრამის ფარგლებში და აღნიშნულ ხელშეკრულებებზე დამტკიცებულმა სესხის მოცულობამ 378.1 მილიონი ლარი შეადგინა" - ამბობენ უწყებაში.

ინფორმაციისთვის, იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის მიზანია მრავალშვილიანი ან ისეთი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილი ან შვილები. ასევე, პროგრამა ემსახურება უძრავ ქონებაზე მოთხოვნის სტიმულირებას.პროგრამა ითვალისწინებს ასეთი ოჯახების ან მარტოხელა მშობლების/ქვრივის მიერ აღებულ იპოთეკურ კრედიტებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას სესხის გაცემიდან 60 თვის მანძილზე.

პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში:

ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი;

ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი;

ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, რომელსაც სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი პირი.

ავტორი: თამარ მუკბანიანი

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო