რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ „ბორჯომი ლიკანი“ მოგებაზე გავიდა - როგორი იყო სასტუმროს 2021 წელი

ამბები/ წყარო: www.bpn.ge
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ „ბორჯომი ლიკანი“ მოგებაზე გავიდა - როგორი იყო სასტუმროს 2021 წელი
ამბებიწყარო: www.bpn.ge

რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ „ბორჯომი ლიკანი“ მოგებაზე გავიდა - როგორი იყო სასტუმროს 2021 წელი

17 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/n-KehUiVR.jpeg

„საპარტნიორო ფონდის“ კუთვნილი სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი“ რამდენიმეწლიანი წაგების შემდეგ, 2021 წელს მოგებაზე გავიდა.როგორც ფინანსურ ანგარიშგებაშია აღნიშნული, შარშანდელი წელი სასტუმრომ 8,208 მლნ ლარის მოგებით დახურა, მაშინ, როცა 2020 წელს 4,558 მლნ ლარის წაგებაზე გავიდა, 2019 წელს კი 9,915 მილიონის.

ამასთან, აუდიტორული ანგარიშგების მიხედვით, სასტუმროს მფლობელი კომპანიის “ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალის“ ამონაგებმა 13,019 მლნ ლარი შეადგინა, რაც თითქმის 3-ჯერ მეტია 2020 წელთან შედარებით (4,247 მლნ ლარი).

2021 წელს სასტუმროს აქტივები 50,102 მლნ ლარი იყო, 2020 წელს კი - 39,013 მლნ ლარი. კომპანიის ვალდებულებების მოცულობამ კი გასულ წელს 100, 2 მლნ ლარი შეადგინა.

გარდა ამისა, 2021 წელს სასტუმრო სულ 54 702 სტუმარს მოემსახურა, წინა წელს კი 22 303 სტუმარს.

ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2021 წელს სასტუმროს დღიური შემოსავალი ერთი სტუმრიდან შეადგენდა 238 ლარს, ეს კი 2020 წლის მაჩვენებელს 48 ლარით აღემატება, მაშინ ერთი სტუმრიდან ამონაგები 190 ლარი იყო.

საერთო ჯამში, „ბორჯომი ლიკანმა“ 2021 წელს სასტუმრო ნომრებიდან 6 981 818 ლარის ამონაგები მიიღო, რესტორნის მომსახურებიდან 4 658 906 ლარის, ხოლო სპა და სამედიცინო გამაჯანსაღებელი მომსახურებებიდან - 1 326 151 ლარის.

ანგარიშგების მიხედვით, 2021 წელს სასტუმროს დატვირთულობის კოეფიციენტი 52%-ს შეადგენდა, 2020 წელს კი ეს მაჩვენებელი 21% იყო.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2021 წელს სასტუმროს პერსონალის ხარჯი 2,801 მლნ ლარი დაუჯდა, მარაგების ხარჯი 2,091 მლნ ლარი იყო, ცვეთის და ამორტიზაციის - 2,101 მლნ ლარი, სხვა საოპერაციო ხარჯი კი 2,332 მლნ ლარი იყო.

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ 100%-იანი წილის მფლობელი არის „საპარტნიორო ფონდი“. ფონდი სასტუმროს 2018 წლიდან მართავს. იმ პერიოდში ქართულმა მხარემ ყაზახი პარტნიორებისგან 50%-იანი წილი გამოისყიდა.

უკვე 2019-2021 წლებში ფონდმა სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ შემდგომი განვითარების მიზნით, საჯარო აუქციონი სამჯერ გამოაცხადა. თავდაპირველ აუქციონზე (2019 წლის ნოემბერი) სასტუმროს საწყისი ღირებულება 37 565 408 აშშ დოლარს შეადგენდა, მეორე აუქციონზე კი, რომელიც 2020 წლის 4 სექტემბერს გაიმართა, 30 052 326 აშშ დოლარს შეადგენდა. მესამე აუქციონზე კი, რომელიც 2021 წლის აგვისტოში გაიმართა, სასტუმროს საწყისი ღირებულება 24 041 861 აშშ დოლარს შეადგენდა. მიუხედავად ფასის ასეთი კლებისა, „საპარტნიორო ფონდმა“ სასტუმრო მაინც ვერ გაყიდა.

ცნობისათვის, „ბორჯომი ლიკანი“ 5-ვარსკვლავიანი სასტუმროა. სასტუმროში განთავსებულია 151 სხვადასხვა ზომისა და კატეგორიის ნომერი. კომპანია ახორციელებს, როგორც სამკურნალო-გამაჯანსაღებელი მომსახურების მიწოდებას, ასევე სასტუმროსთვის დამახასიათებელი სხვა დამატებითი მომსახურებების გაწევასაც.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო