რამზან კადიროვი - ჩეჩნეთში მობილიზაცია არ გამოცხადდება, გეგმა უკვე გადაჭარბებით შევასრულეთ

ამბები/ წყარო: www.kavkazr.com
რამზან კადიროვი - ჩეჩნეთში მობილიზაცია არ გამოცხადდება, გეგმა უკვე გადაჭარბებით შევასრულეთ
ამბებიწყარო: www.kavkazr.com

რამზან კადიროვი - ჩეჩნეთში მობილიზაცია არ გამოცხადდება, გეგმა უკვე გადაჭარბებით შევასრულეთ

23 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/ZRH8L8n4g.webp

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარებასთან დაკავშირებით ოპერატიულ შტაბთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ რესპუბლიკაში მობილიზაცია არ გამოცხადდება. მან ეს იმით ახსნა, რომ უკრაინის ომის დროს რესპუბლიკამ „გეგმა უკვე გადაჭარბებით შეასრულა“.

ჩეჩნეთის ლიდერის გამოსვლა ადგილობრივი სახელმწიფო ტელეკომპანიის ეთერში, ახალი ამბების საღამოს გამოშვებაში გადაიცა. კადიროვის თქმით, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში ჩეჩნეთიდან მონაწილეობა უკვე მიიღო 20 ათასმა ადამიანმა და გეგმა 254%-ითაა შესრულებული. რა გეგმაზეა საუბარი, ვის მიერ და როგორ დამტკიცდა ის, კადიროვს არ დაუკონკრეტებია.

ამასთან, კადიროვის განმარტებით, უკვე მოხდა იმ 40-ოდე ქალის ნათესავების მობილიზაცია და უკრაინაში გაგზავნა, რომლებიც გროზნოში ომის საწინააღმდეგო აქციის ჩატარებას ცდილობდნენ. მისივე თქმით, ყველა, ვინც მიტინგზე გამოვა, მათი ქმრების და შვილების ჩათვლით, ფრონტის წინა ხაზზე გაიგზავნება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო