რაფაელ გროსი აცხადებს, რომ თავდასხმის შედეგად​, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთადერთი გარე წყარო მწყობრიდან გამოვიდა, რაც დიდ საფრთხეს ქმნის

ამბები
რაფაელ გროსი აცხადებს, რომ თავდასხმის შედეგად​, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთადერთი გარე წყარო მწყობრიდან გამოვიდა, რაც დიდ საფრთხეს ქმნის
ამბები

რაფაელ გროსი აცხადებს, რომ თავდასხმის შედეგად​, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთადერთი გარე წყარო მწყობრიდან გამოვიდა, რაც დიდ საფრთხეს ქმნის

8 ოქტ

erimedia_ravk/rv70d64Vg.jpeg

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის შედეგად, სადგურის ელექტრომომარაგების ერთადერთი დარჩენილი გარე წყარო მწყობრიდან გამოვიდა, რაც დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

რეაქტორის გაგრილებისთვის, დაცულობისა და ბირთვული უსაფრთხოებისთვის საჭირო ელექტროენერგიას სადგური ახლა გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის განკუთვნილი დიზელის გენერატორებიდან იღებს.

ქარხნის დიზელის გენერატორიდან თექვსმეტმა ავტომატურად დაიწყო მუშაობა, რაც მის ექვს რეაქტორს ენერგიით უზრუნველყოფდა. სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ, ათი გენერატორი გამოირთო, ექვსი კი - რეაქტორების საჭირო ელექტროენერგიით უზრუნველყოფად ჩართული დარჩა.

"დაბომბვის განახლება, ქარხნის გარე ენერგიის ერთადერთ წყაროზე დარტყმა, უკიდურესად უპასუხისმგებლოა. ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური დაცული უნდა იყოს. მალე რუსეთის ფედერაციაში გავემგზავრები, შემდეგ კი კვლავ უკრაინაში დავბრუნდები. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ სადგურის გარშემო ბირთვული უსაფრთხოების დაცული ზონის შექმნაზე. ეს სავალდებულო და გადაუდებელი საკითხია", - განაცხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად ქარხნის უსაფრთხოების ყველა სისტემა აგრძელებს ელექტროენერგიის მიღებას და ნორმალურად მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ ექვსი რეაქტორი გამორთულია და გაციებულ მდგომარეობაშია, მათ მაინც სჭირდებათ ელექტროენერგია სასიცოცხლო ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობისათვის. დიზელის გენერატორებს სულ მცირე 10 დღის სამყოფი საწვავი აქვთ. ინჟინრებმა დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის შეკეთებაზე მუშაობა დაიწყეს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო