რას გულისხმობს სოციალური ქსელის უახლესი ტრენდი - ერთსიტყვიანი პოსტები, რომლებსაც პოლიტიკოსები და კომპანიები "ტვიტერში" აქვეყნებენ

ამბები
რას გულისხმობს სოციალური ქსელის უახლესი ტრენდი - ერთსიტყვიანი პოსტები, რომლებსაც პოლიტიკოსები და კომპანიები "ტვიტერში" აქვეყნებენ
ამბები

რას გულისხმობს სოციალური ქსელის უახლესი ტრენდი - ერთსიტყვიანი პოსტები, რომლებსაც პოლიტიკოსები და კომპანიები "ტვიტერში" აქვეყნებენ

2 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/A9gZymM4g.webp

ბოლო ორი დღეა, „ტვიტერში“ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და კომპანიები ერთსიტყვიან პოსტებს აქვეყნებენ. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაწერა – „დემოკრატია“, გერ­მა­ნი­ის კანცლე­რმა, ოლაფ შოლ­ცმა - "პა­ტი­ვის­ცე­მა", უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ – „თავისუფლება“, „ნასამ“ – „სამყარო“, „ვაშინგტონ პოსტმა“ – „ნიუსი“.

სინამდვილეში კი, ყვე­ლა­ფე­რი ხუთ­შა­ბათს, შემთხვევითობის წყალობით დაიწყო: მატარებლის კომპანია Amtrak-ის გვერდზე შემთხვევით ერთსიტყვიანი პოსტი გაჩნდა – „მატარებლები“.

erimedia_ravk/kcLDymGVR.jpeg

ეს შემთხვევა ძალიან მალე გახდა პოპულარული სო­ცი­ა­ლურ ქსელში და ერთგვარ კამ­პა­ნი­ა­ში გა­და­ი­ზარ­და, რო­მელ­საც სხვადასხვა კომ­პა­ნი­ე­ბი და ცნობილი ადა­მი­ა­ნე­ბი შე­უ­ერ­თდნენ. მთავარ მიზნად კი კომპანიის ან ადამიანისთვის მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბის მხო­ლოდ ერთი სი­ტყვით აღ­წე­რა გახდა. ფლეშ­მობ­ში უკვე სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის ათა­სო­ბით მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჩა­ერ­თო და ბოლო სა­ა­თე­ბია ის "ტვი­ტე­რის" მთა­ვა­რი ტრენდია.

სოციალურ ქსელებში ერთსიტყვიანი პოსტების კამპანიას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა. „დამოუკიდებლობა“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი „ტვიტერში“.

erimedia_ravk/gVtosiGVR.jpeg
ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო