რატი იონათამიშვილი - პრეზიდენტის შეფასებები უხერხულია - საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთს საქმეს საქმეზე ვუგებთ

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
რატი იონათამიშვილი - პრეზიდენტის შეფასებები უხერხულია - საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთს საქმეს საქმეზე ვუგებთ
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

რატი იონათამიშვილი - პრეზიდენტის შეფასებები უხერხულია - საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთს საქმეს საქმეზე ვუგებთ

22 ივლისი, 2022

erimedia_ravk/3ut08LR4R.webp

პრეზიდენტის შეფასებები უხერხულია - საერთაშორისო სასამართლოებში ჩვენ რუსეთს საქმეს საქმეზე ვუგებთ, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ „ქართული ოცნება“ „რუსეთს უფრთხილდება“. იონათამიშვილის თქმით, პრეზიდენტის შეფასებები საკითხზე უსაფუძვლოა. „ძალიან უხერხულია, როცა იმ გუნდის მიმართ ასეთ შეფასებებს აკეთებს პრეზიდენტი, რომელმაც რუსეთს მოუგო სასამართლო საქმე სტრასბურგის სასამართლოში, რაც ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ასევე წარმატებას მივაღწიეთ ჰააგის სასამართლოში ანუ საერთაშორისო სასამართლოებში ჩვენ რუსეთს საქმეს საქმეზე ვუგებთ,“ - განაცხადა იონათამიშვილმა. ის ასევე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „უხერხულია, როცა საქართველოს პრეზიდენტი ვერ ერკვევა საპარლამენტო რესპუბლიკაში იმ უფლებამოსილებების ზღვარში, რომელიც მას გააჩნია“. „გამოჩნდა, რომ ვერ ერკვევა ამ საკითხებში და შეიძლება ესეც იყოს ერთ-ერთი მიზეზი იმ გაურკვეველი ქმედებების, რომელიც ამ მხრივ აქვს. ასევე მიუღებელია ჩვენი ელჩის რეპუტაციაზე ამ მხრივ საუბარი, რომელიც არის ძალიან პროფესიონალი, ძლიერი საქმის მცოდნე ადამიანი და ამ ქვეყნის პატრიოტი,“ - განაცხადა იონათამიშვილმა. ცნობისათვის, სალომე ზურაბიშვილმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ როცა ხელისუფლება "ლანძღავს ელჩებს, ლანძღავს ევროპარლამენტარებს, გაუგებარია, ჩვენ საითკენ მივდივართ. „რუსეთს ვუფრთხილდებით როგორც არასოდეს, „ვაიმე, რამე არ ვთქვათ“ და „ვაიმე, არ ვაწყენინოთ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. ამასთან, როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მაშინ, როცა მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოში ელჩების დანიშვნაზე უარის თქმის გამო უჩივლა, ყველა ელჩის ოფიციალურ წარდგენაზე ხელი მოწერილი ჰქონდა, გაეროში დავით ბაქრაძის კანდიდატურა კი მთავრობამ მას 15 ივლისს წარუდგინა. მისივე განმარტებით, ერთი ნაწილია კონსულტაციები, კონფიდენციალური ნაწილი, სადაც ხდება შეთანხმება და მეორე ნაწილია ოფიციალური წარდგენა. ზურაბიშვილი ამბობს, რომ პროცესი ბაქრაძეზე გაიჭედა. "ელჩი, რომელსაც კონტაქტები არ აქვს, არ დაუწერია არცერთი სტატია, არცერთ ტელევიზიაში არ გამოსულა, ჩემი აზრით, არ უნდა იყოს დანიშნული გაეროში,"- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო