erimedia_ravk/4OVQOpESg.jpeg

რატი იონათამიშვილი - სალომე ზურაბიშვილმა უპატივცემულობა გამოიჩინა არა მხოლოდ კონსტიტუციის, ო’ბრაიენის მიმართაც, რომელიც აცხადებდა, რომ კანონზე მსჯელობა მნიშვნელოვანი იქნებოდა

ამბები
რატი იონათამიშვილი - სალომე ზურაბიშვილმა უპატივცემულობა გამოიჩინა არა მხოლოდ კონსტიტუციის, ო’ბრაიენის მიმართაც, რომელიც აცხადებდა, რომ კანონზე მსჯელობა მნიშვნელოვანი იქნებოდა
ამბები

რატი იონათამიშვილი - სალომე ზურაბიშვილმა უპატივცემულობა გამოიჩინა არა მხოლოდ კონსტიტუციის, ო’ბრაიენის მიმართაც, რომელიც აცხადებდა, რომ კანონზე მსჯელობა მნიშვნელოვანი იქნებოდა

erimedia_ravk/4OVQOpESg.jpeg
20 მაი

სალომე ზურაბიშვილმა უპატივცემულობა გამოიჩინა არა მხოლოდ საზოგადოების და კონსტიტუციის, არამედ ო’ბრაიენის მიმართ, რომელიც აცხადებდა, რომ კანონზე მსჯელობა მნიშვნელოვანი იქნებოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ინსტიტუციებს პატივს არ სცემს.

„სალომე ზურაბიშვილი მოტივირებულია პოლარიზაციაში და არა – შენიშვნებში. მისი ნაბიჯიც ამის დასტურია. სინამდვილეში, მან უპატივცემულობა გამოიჩინა არა მხოლოდ საზოგადოების და კონსტიტუციის, არამედ ო’ბრაიენის მიმართ, რომელიც აცხადებდა, რომ მსჯელობა მნიშვნელოვანი იქნებოდა.

მის სიტყვებსა და ხელმოწერას საზოგადოების შიგნით პატივისცემა არ აქვს და ახლა ამას ქვეყნის გარეთაც გაიგებენ. სალომე ზურაბიშვილზე როცა ვსაუბრობთ, მისი მხრიდან ინსტიტუციების პატივისცემაზე საუბარი რთულია, რადგან ამ ადამიანის მხრიდან ადეკვატური დამოკიდებულება არ გვახსენდება. მას პრეზიდენტის ინსტიტუტის სტატუსი რადიკალური პოლიტიკური ბერკეტი ჰგონია. მას ასე ჰგონია თუ სხვისი დავალებების შემსრულებელია, ამასაც აღარ აქვს მნიშვნელობა, რადგან ისტორიაში შევიდა, როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტის სამარცხვინოდ გამომყენებელი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო 19 მაისს დაადო. „ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად, არის ძალიან მარტივი ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო