„რეალი“ განახლებულ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ფედერერისა და ნადალის მატჩის ორგანიზებას გეგმავს
18 სექტემბერი, 2022

საფეხბურთო კლუბ მადრიდის „რეალს“ განახლებულ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ როჯერ ფედერერსა და რაფაელ ნადალს შორის საჩოგბურთო მატჩის ორგანიზება სურს.
გაზეთ AS-ის ინფორმაციით, მადრიდული კლუბი ამ იდეის განხორციელებას 2023 წლის ზაფხულში გეგმავს, როცა მის საშინაო არენაზე სარემონტო სამუშაოები სრულად დასრულდება.
მოძრავი გაზონი სტადიონზე იმ საფარის დამონტაჟების საშუალებას იძლევა, რაც საჭირო იქნება ნებისმიერი სახის ღონისძიების ჩასატარებად.
როჯერ ფედერერმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ასრულებს საჩოგბურთო კარიერას. მისი ბოლო ტურნირი იქნება ლეივერის თასი, რომელიც მომდევნო კვირას ლონდონში გაიმართება.

ავტორი - გიორგი თვალაბეიშვილი
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო
