რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჯერჯერობით, ჩვენი იმედები არ მართლდება - ჩვენ არ შევიცვლით პოზიციას ნატო-ს გაფართოების შესახებ
5 ივნისი, 2022
![erimedia_ravk/erMFL3r7R.webp](https://cdn.u.media/max/w728/erimedia_ravk/erMFL3r7R.webp)
შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ თურქეთის პოზიცია, ანკარას მოთხოვნების გარეშე, არ შეიცვლება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მმართველი პარტიის - „სამართლიანობისა და განვითარების“ ყრილობაზე განაცხადა.
„ჯერჯერობით, ჩვენი იმედები არ მართლდება. ჩვენ არ შევიცვლით ჩვენ პოზიციას ნატო-ს გაფართოების შესახებ“, - განაცხადა ერდოღანმა.
მანვე, თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა დაიწყეს დათანხმება თურქეთის იდეაზე, რომელიც გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირების აუცილებლობას უკავშირდება.
„გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირების წინადადება, რომელსაც რამდენიმე წელია ჩვენ ვაყენებთ, წარმატებულად გამოიყურება. მსოფლიოს ხუთმა წევრმა ქვეყანამ უკვე თავად დაიწყო ამის შესახებ საუბარი“ , - განაცხადა ერდოღანმა.