რეჯეფ თაიფ ერდოღანი - “მარცვლეულის დერეფნების” გახსნის შესახებ შეთანხმება გაეროს ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა ბოლო წლების განმავლობაში

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - “მარცვლეულის დერეფნების” გახსნის შესახებ შეთანხმება გაეროს ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა ბოლო წლების განმავლობაში
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - “მარცვლეულის დერეფნების” გახსნის შესახებ შეთანხმება გაეროს ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა ბოლო წლების განმავლობაში

20 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/40Ps_AnVR.webp

“მარცვლეულის დერეფნების” გახსნის შესახებ შეთანხმება გაეროს ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა ბოლო წლების განმავლობაში, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

“ჩვენი და გაეროს გენერალური მდივნის აქტიური ძალისხმევის შედეგად ჩვენ მივაღწიეთ შავი ზღვით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის განახლებას. ჩვენ ვზრდით ამ მიწოდებების მოცულობას. ეს შეთანხმება, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მარცვლეულის მიწოდების შესანარჩუნებლად, ბოლო წლების განმავლობაში გაეროს ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა,” - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, სტამბულში მიღწეული შეთანხმებების წყალობით, საერთაშორისო საზოგადოებამ გაეროს მიმართ ნდობა იგრძნო. ამავდროულად, ერდოღანმა უფრო ეფექტური მუშაობისთვის გაეროში ცვლილებების აუცილებლობაზე მიუთითა, კერძოდ, კი გაეროს უშიშროების საბჭოში, ვინაიდან, მსოფლიო “ხუთზე მეტია”.

ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი გააგრძელებს ძალისხმევას, რათა რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომი ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის პრინციპების საფუძველზე დასრულდეს.

მან საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს მოუწოდა, რომ “გააერთიანონ ძალისხმევა, რათა იპოვონ გონივრული, სამართლიანი და სიცოცხლისუნარიანი დიპლომატიური გამოსავალი, რომელიც ორივე მხარეს კრიზისიდან ღირსეულად გამოსვლის საშუალებას მისცემს”.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო