რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი გლობალურ ურთიერთობებს აწარმოებს და არ ცდილობს ღერძიდან გადახრას

ამბები/ წყარო: 1tv.ge
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი გლობალურ ურთიერთობებს აწარმოებს და არ ცდილობს ღერძიდან გადახრას
ამბებიწყარო: 1tv.ge

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი გლობალურ ურთიერთობებს აწარმოებს და არ ცდილობს ღერძიდან გადახრას

2 ოქტ

erimedia_ravk/WKLY1h4VR.jpeg

თურქეთი გლობალურ ურთიერთობებს აწარმოებს და არ ცდილობს ღერძიდან გადახრას, – თურქული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ზოგიერთები ცდილობდნენ ჩვენი საგარეო პოლიტიკური ინიციატივები, როგორც ღერძიდან გადახრა ისე წარმოეჩინათ. თუმცა, თურქეთი არ ცდილობს ღერძის ცვლილებას, ის საკუთარ ღერძს იმით აძლიერებს, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესების საფუძველზე, ერთდროულად სხვადასხვა დიპლომატიური ურთიერთობები აქვს მსოფლიოში“, – განაცხადა ერდოღანმა.

მისი თქმით, სამი კონტინენტის გზაჯვარედინზე მდებარე თურქეთი გლობალური მოვლენების მნიშვნელოვანი გავლენის ქვეშაა.

„თურქეთს იმის ფუფუნება არ აქვს, რომ ჩაიკეტოს, გარე სამყაროსგან იზოლირება მოახდინოს და თავის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს ღობესთან მდგომის პოზიციიდან უყუროს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ერდოღანმა ანკარას პოლიტიკას, გლობალური და რეგიონული პრობლემების გადაჭრის ინიციატივით, კონსტრუქციული და აქტიური უწოდა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი არ ესწრაფვის სხვა ქვეყნებთან ესკალაციას და არც ზეწოლას დანებდება, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის.

რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის შესახებ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ირჩევს მშვიდობას, დიალოგს და ისწრაფვის იყოს სამართლიანი.

„ორივე ქვეყანასთან ჩვენი მჭიდრო ურთიერთობების გათვალისწინებით, ჩვენ ვამჯობინეთ ომის დასრულება, ნაცვლად ცეცხლის გაღვივებისა და ამბოხებისკენ წაქეზებისა“, – განაცხადა ერდოღანმა.

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე. ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთმა სრულად უნდა ისარგებლოს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის შანსით და არ გამორიცხა შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან.

​„ჩვენს მიერ დანიშნული სპეციალური წარმომადგენლების მეშვეობით ჩვენ გამოვავლინეთ ჩვენი ნება, რომ სომხეთთან ურთიერთობა ახალ დონეზე ავიყვანოთ. სომხეთმა კარგად უნდა გამოიყენოს ჩვენს მიერ წარმოდგენილი მშვიდობის შესაძლებლობა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ნატო-ში გაწევრიანების შესახებ შვედეთისა და ფინეთის მცდელობაზე, ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი გულმოდგინედ აკვირდება შვედეთისა და ფინეთის ძალისხმევას ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.

„საბოლოო გადაწყვეტილებას ჩვენი ასამბლეა მიიღებს ჩვენი ერის სახელით. ვიდრე ჩვენი ქვეყნისთვის მიცემული დაპირებები არ შესრულდება, ჩვენ გავაგრძელებთ პრინციპულ და მტკიცე სტრუქტურას“, – აღნიშნა ერდოღანმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო