რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, 20 ოქტომბერს ყარაბაღის ზანგელანის რეგიონს ეწვევა, სადაც ილჰამ ალიევთან ერთად აეროპორტს გახსნის

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, 20 ოქტომბერს ყარაბაღის ზანგელანის რეგიონს ეწვევა, სადაც ილჰამ ალიევთან ერთად აეროპორტს გახსნის
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, 20 ოქტომბერს ყარაბაღის ზანგელანის რეგიონს ეწვევა, სადაც ილჰამ ალიევთან ერთად აეროპორტს გახსნის

17 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/OEnb8NnVg.webp

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, 20 ოქტომბერს ყარაბაღის ზანგელანის რეგიონს ეწვევა, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან ერთად, აეროპორტს გახსნის.

„რაც შეეხება ყარაბაღის საკითხს, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონის ყველა ქვეყანამ უპირობო და მტკიცე მხარდაჭერა გამოხატოს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობაზე. 20 ოქტომბერს ჩვენ გავხსნით აეროპორტს ზანგელანში. ილჰამ ალიევმა თქვა, რომ გახსნის შემდეგ ჯაბრაილის რაიონში წავალთ. შესაძლოა მან იქ მოიწვიოს რამდენიმე ლიდერიც", - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს სამარყანდიდან დაბრუნების შემდეგ.

დღესვე თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ აზერბაიჯანელი კოლეგისგან, ილჰამ ალიევისგან მიიღო ინფორმაცია სომხეთის საზღვარზე „სამხედრო ოპერაციის“ დასრულების შესახებ.

„აზერბაიჯანმა სომხეთის პროვოკაციების საპასუხოდ დაწყებული ოპერაციის დასრულება გამოაცხადა. ვინაიდან ოპერაცია უკვე დასრულებულია, ახლა მის განხილვას აზრი არ აქვს. ბატონი ალიევისგან მიღებული ინფორმაციით, ჩვენი აზერბაიჯანელი ძმები უსაფრთხო პოზიციაზე არიან. მნიშვნელოვანია, რომ სომხეთმა რაც შეიძლება მალე თქვას უარი აზერბაიჯანის წინააღმდეგ პროვოკაციებზე, იმოქმედოს წინა ვალდებულებების შესაბამისად და ფოკუსირება მოახდინოს მშვიდობასა და თანამშრომლობაზე. ჩვენ გვსურს ჩვენს რეგიონში ნორმალიზაციის პროცესები წარმატებით დასრულდეს და რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა ხანგრძლივი დროით იყოს უზრუნველყოფილი“, - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს თვითმფრინავში სამარყანდიდან დაბრუნების შემდეგ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო