რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ეუთო-ს დელეგაცია ეწვია

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ეუთო-ს დელეგაცია ეწვია
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ეუთო-ს დელეგაცია ეწვია

13 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/WnhCKqMVg.webp

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ეუთო-ს დელეგაცია ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ, ეუთო-ს თავმჯდომარეობის პირადი წარმომადგენელი რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, ქრისტიანებისა და სხვა რელიგიების წარმომადგენლების მიმართ შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის საკითხებში, პროფესორი რეჯინა პოლაკი, ეუთო-ს თავმჯდომარეობის პირადი წარმომადგენელი ანტისემიტიზმთან ბრძოლის საკითხებში, რაბი ენდრიუ ბეიკერი, ეუთო-ს თავმჯდომარეობის პირადი წარმომადგენელი მუსლიმთა მიმართ შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში, ელჩი ისმაილ ჰაკი მუსა, ეუთო-ს პოლონეთის თავმჯდომარეობის სპეციალური მრჩეველი, ევა საპიეზინსკა, ეუთო/ოდირის მრჩეველი რასიზმის, ქსენოფობიის საკითხებში, ტატიანა პერიჩი და ეუთო/ოდირის მრჩეველი ანტისემიტიზმის საკითხებში, მიკოლაი ეჟეჩენკოვსკი.

„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ სტუმრებს მოკლედ გააცნო საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა და რელიგიის სააგენტოს საქმიანობა, პროექტები და აქტივობები. სააგენტოს თავმჯდომარემ განსაკუთრებულად აღნიშნა ქართველებისა და ებრაელების უნიკალური ურთიერთობა და თქვა, რომ საქართველოში არათუ ანტისემიტიზმის ფაქტები არ იძებნება, მეტიც, ჩვენ „ქართველი შინდლერებიც" გვყავს, რომლებმაც ხშირად, საკუთარი სიცოცხლის ფასად, გადაარჩინეს ებრაელები. ამიტომაც, ქართულ-ებრაულ ურთიერთობებს არამატერიალური კულტურის სტატუსი მიენიჭა. მან ხაზი გაუსვა ქართული ისლამის უნიკალურ ხასიათსაც, როცა მსოფლიოში არსებული დაპირისპირებების ფონზე, ქართველი შიიტები და სუნიტები ერთ მეჩეთში ლოცულობენ. ზაზა ვაშაყმაძემ აღნიშნა ქართველი კათოლიკეების წვლილი ქართული კულტურის განვითარების საქმეში. ასევე, შეეხო მცირერიცხოვანი რელიგიების მდგომარეობას საქართველოში და განსაკუთრებულად გამოჰყო ინტერრელიგიური სათათბიროს ფორმატში მათი ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს.

სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს სააგენტოს თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის და აღნიშნეს, რომ საინტერესო იყო სააგენტოს საქმიანობის გაცნობა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ: რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ავთანდილ კვერნაძე, უფროსი სპეციალისტი სერგო ფარულავა, უფროსი სპეციალისტი დავით დავითაშვილი, იურისტი ალექსანდრე შეყილაძე, პროტოკოლის მენეჯერები გვანცა ცხოვრებაძე და ნათია გუდაძე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო