erimedia_ravk/R9l6HemSR.jpeg

„რესპუბლიკელი“ კონგრესმენებისა და სენატორების ჯგუფი - ამერიკელი ხალხი იმსახურებს იცოდეს, რაში დაიხარჯა მათი ფული უკრაინაში

ამბები
„რესპუბლიკელი“ კონგრესმენებისა და სენატორების ჯგუფი - ამერიკელი ხალხი იმსახურებს იცოდეს, რაში დაიხარჯა მათი ფული უკრაინაში
ამბები

„რესპუბლიკელი“ კონგრესმენებისა და სენატორების ჯგუფი - ამერიკელი ხალხი იმსახურებს იცოდეს, რაში დაიხარჯა მათი ფული უკრაინაში

erimedia_ravk/R9l6HemSR.jpeg
21 სექ

"რესპუბლიკელი" კონგრესმენებისა და სენატორების ჯგუფმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ერთობლივი წერილით მიმართა, რომელშიც ნათქვამია, რომ ამერიკელი ხალხი იმსახურებს იცოდეს, რაში დაიხარჯა მათი ფული უკრაინაში.

უკრაინისათვის დამატებით 24 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფასთან დაკავშირებით კონგრესმენებისა და სენატორების ჯგუფმა აღნიშნა, რომ კონგრესის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ჯერ კიდევ არ იცის, რამდენი დახარჯა შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტზე.

"ამერიკელი ხალხი იმსახურებს იცოდეს, რაში დაიხარჯა მათი ფული. როგორ მიმდინარეობს კონტრშეტევა? უკრაინელები უფრო ახლოს არიან გამარჯვებასთან, ვიდრე 6 თვის წინ იყვნენ? როგორია ჩვენი სტრატეგია? რას განსაზღვრავს [ჯო ბაიდენის] ადმინისტრაცია უკრაინაში გამარჯვებად?", - ნათქვამია წერილში.

"კონგრესის პასუხისმგებლობის აბსურდული უარყოფა იქნებოდა ამ თხოვნის დაკმაყოფილება აღნიშნულ კითხვებზე პასუხების ცოდნის გარეშე. ამ მიზეზების გამო - და რა თქმა უნდა, სანამ არ მივიღებთ პასუხებს ზემოხსენებულ კითხვებზე და სხვა მომავალ კითხვებზე - ჩვენ ვეწინააღმდეგებით თქვენს მოთხოვნაში შეტანილ უკრაინის ომისთვის დამატებითი ხარჯების გამოყოფას", - აღნიშნულია წერილში.

ერთობლივ წერილს ხელს აწერენ შემდეგი "რესპუბლიკელი" კონგრესმენები და სენატორები: სენატორი ჯეი დი ვენსი, სენატორი რენდ პოლი, სენატორი მაიკ ბრაუნი, სენატორი ტომი ტუბერვილი, სენატორი მაიკ ლი, სენატორი როჯერ მარშალი და კონგრესმენები ჩიპ როი, პოლ გოსარი, დენ ბიშოპი, ბილ პოზი, როჯერ უილიამსი, კლეი ჰიგინსი, ჰარიეტ ჰეგემანი, ბობ გუდი, უორენ დევიდსონი, ანა პაულინა ლუნა, გრეგორი სტიუბი, ჯოშ ბრეჩინი, ენდი ოგლსი, ენდი ბიგსი, რასელ ფრაი, ელი კრეინი, ჯეფ დუნკანი, ბეთ ვან დიუინი, ლენს გუდენი, მერი მილერი, ბაირონ დონალდსი, მაიკლ კლაუდი და ტროი ნელსი.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო