"რესპუბლიკელი" კონგრესმენი ჯეფ ვან დრიუ - ვაშინგტონს ტრამპის ეშინია

ამბები/ წყარო: www.newsmax.com
"რესპუბლიკელი" კონგრესმენი ჯეფ ვან დრიუ - ვაშინგტონს ტრამპის ეშინია
ამბებიწყარო: www.newsmax.com

"რესპუბლიკელი" კონგრესმენი ჯეფ ვან დრიუ - ვაშინგტონს ტრამპის ეშინია

2 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/-ojQdgMVg.jpeg
ფოტო: Reuters

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, ჯეფ ვან დრიუმ განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ მიმდინარე გამოძიება, საიდუმლო დოკუმენტების სავარაუდო არასწორად გამოყენების გამო, არის იმის ნიშანი, რომ ვაშინგტონს მისი "ეშინია".

ვან დრიუს ჰკითხეს ახლახან გამოქვეყნებულ სურათებზე, სადაც ნაჩვენებია საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც ინახება ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში. კონგრესმენის თქმით, "ეს არ ამართლებს" დარბევას: "ჩვენ ნამდვილად არ ვიცით, რას აკეთებენ ისინი და თუ მათ ნამდვილად სურდათ, რამე გვენახა, მაშინ ყველაფერს არ დაარედაქტირებდნენ".

"ეს მე ცოტათი მაგონებს რუსულ შეთქმულებას, რომელსაც აქტიურად აწარმოებდნენ არჩევნებამდე. ჩვენ ვიცით ამას რაც მოჰყვა და რამდენად მტკივნეულია. ახლა ჩვენ გვაქვს შუალედური არჩევნები და ისინი ზუსტად იმავეს იმეორებენ," - დასძინა ვან დრიუმ.

"მე არ ვამბობ, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ყველა აგენტი და ყველა ადამიანი, რომელიც საოლქო ოფისებში მუშაობს ცუდია, იქ ბევრი კარგი ადამიანია. მაგრამ ზევით მყოფი ხალხი არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს," - განაცხადა კონგრესმენმა.

„ვაშინგტონი დაძველებული, ლაყე კვერცხივითაა. დონალდ ტრამპმა ის გატეხა და საშუალება მოგვცა დაგვენახა და შეგვეგრძნო მთელი სიმყრალე - რაც იქ ხდება, ცუდი და არასწორია. ბევრი რამ შეთხზულია.

ისინი არ ზრუნავენ იმაზე, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მხოლოდ ერთი ადამიანით არიან შეპყრობილები, ვინაიდან, მისი ეშინიათ," - დასძინა ჯეფ ვან დრიუმ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო